პირველი არხის ეთერში, გირჩის ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების პროცესში, ელჩების მხრიდან, იყო შემოთავაზება, რომ გამოცხადებულიყო 20 ივნისის ამნისტია, რომლის ძალითაც ყველა ამ დღის გამო პასუხისგებაში მიცემულ პირს მოეხსნებოდა ბრალდება. სამწუხაროდ მე დავინახე, რომ ამ შეთავაზებით, არც ქართული ოცნება და არც ოპოზიცია ბედნიერი არ იყო. ის კი არ მოხდა, რომ ეთქვათ, მოდით განვიხილოთ ეს იდეა, როგორ გაკეთდეს ტექნიკურად, პირიქით, არავის დააინტერესა და შემდეგ რაუნდებში, ეს საკითხი საერთოდ აღარ დაისვა.
https://npg.ge/ka-GE/Home/Details/153