მოგესალმებით, ცოტა ხანი ამ სკანდალური ციებცხელებიდანალბათ სხვა პროვინციალიზმზე გადავერთოთ.
გახსოვთ, კალაძის დანაპირები, რომ მრავალი ქუცა თბილისში, მათ შორის გუდიაშვილის ქუჩა (ეს არ ეხება გუდიაშვილის მოედანს, რომელიც ცალკე განხილვის საკითხია), საფეხმავლო უნდა გამხდარიყო.
https://old.pia.ge/post/244691-kalaze-darwm...toric-caertveba"მისივე თქმით, ისტორიულ არეალში განხორციელდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გუდიაშვილი-ფურცელაძის რეაბილიტაცია. სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, გუდიაშვილის ქუჩა საფეხმავლო გზით ქაშვეთის ეკლესიას დაუკავშირდება. აღნიშნული პროექტისთვის 45 000 000 ლარი დაიხარჯება."
https://www.youtube.com/watch?v=_wQUNrdGwEwდა დღეს:
https://report.ge/economics/tbilisshi-gudia...aoebi-dasrulda/"თბილისში, ლ. გუდიაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთაწმინდის რაიონის გამგეობამ გაავრცელა.
სამუშაოების ფარგლებში, 900 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტი დაიგო, ასევე, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო.
საგზაო სამუშაოებისთვის, მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, 70 000 ლარი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურული პროექტი კომპანიამ „პარმა“ შეასრულა."
გასაგებია, პანდემიის გამო ბევრი პროექტი შეჩერდა, გასაგებია რაღაცას ვერ აკეთებდე, მაგრამ რომ ხარჯავ 70 ათას დოლარს იმისთვის, რომ რაღაც სისულელე გააკეთო, რომელიც მერე, ცივილიზებული მთავრობის ხელში თავიდან იქნება გასაკეთებელი და გადასაწყობი, იქ მოვიკითხე მე თქვენი მენტალიტეტი და შეგნება. ხომ ითქვა საფეხმავლო ქუჩა იქნებაო (ან იმას რაში ჭირდებოდა 45 მილიონი), ხოდა მოდი ან გააკეთე რაც თქვი, ან თუ ვერ აკეთებ დაეტიე მაინც და განმარტე რატომ ვერ აკეთებ. ეს რა არის ბიჭო, ერთი დღით არ შეგიწყვეტიათ ფულის კეთება...
აი ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო (ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი) ხიხოიზმი, ის, რაც ვაშლიჯვარში მოხდება მალე და რაც ზოგადად ქვეყანაში ხდება, ერთი მენტალიტეტის და ერთი სისტემის ნაშიერია!
მიდით ახლა გააგელვეთ თქვენი შავი ჯიგიტური ჯიპები ამ ორღობეში!
This post has been edited by დიდიმინდორი on 21 Mar 2021, 01:38