1. პროგრამირებაში არ არსებობს ნიჭიერი და ზარმაცი (თუ მოკიდე ხელი თვითონ მიხვდები ამ სიტყვების არსს)
2. მასე საიტის აწყობით ვერ ისწავლი ვერაფერს , გჭირდება მრავალფეროვანი პრაქტიკა და ცოდნა თუ რომელი სიტუაციიდან რა გამოსავლის გზების ნახვა შეიძლება
და ყველაზე დიდი წინაღობა ის არის რომ მასეთი სიტუაციები მილიონია და ყველას ერთი კარები არ აქვს .
3. საიტის აწყობაში რას გულისხმობ ? მარტო Front ? html , css შენითაც ისწავლი (იმდენად მარტივია ამით დაწყება , რომ თუ ესეც კი გეზარება შენს ადგილზე კარგად დავფიქრდებოდი ამ მიმართულებაზე , რადგან რეალურ ცხოვრებაში პროგრამირება ფილმებისგან რადიკალურად განსხვავდება )
4. და ისევ საიტის აწყობაზე რო დავიდეთ , სრულფასოვანი საიტის აწყობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა , 500 ლარიანი საიტის აწყობით ვერაფერს ვერ ისწავლი , და თუ მზად ხარ
დიდი თანხები გაიღო ბარემ პირადი რეპეტიტორი აიყვანე .
არ გეგონოს მოტივაციას გიგდებ

უბრალოდ ვფიქრობ ტყუილად გადაყრი "დიდ" ფულს იმაში რისი სწავლაც უფასოდ შეგიძლია და უნდა ისწავლო .
საკმაოდ კარგი გამოსავალია
https://www.freecodecamp.org/ ით დაწყება , Javascript საც გადაწვდები "დაჟე" ამ საიტის დახმარებით და
რაც მთავარია შეგექმენბა ზოგადი წარმოდგენა .
ინგლისური საბაზისო , ან ალტერნატივა რუსული აუცილებლად დაგჭირდება , რადგან ქართულად რეალურად მასალა არ არსებობს .
წარმატებები
This post has been edited by levan88 on 27 Mar 2021, 00:54