| #57680800 · 22 Mar 2021, 23:34  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
 | QUOTE (TheSTIG @ 22 Mar 2021, 22:26 ) |  | რაღაც თანხა მიჭირავს ხელში , ავტო დიაგნოსტიკისთვის მინდა ძაან მკვდარიც არ უნდა იყოს რჩევებსაც მივიღებ მონაცემებთან დაკავშირებით.
 ვინმეს თუ გაქვთ ? ისიც დაწერეთ სადმე თუ არის მეორადების მაღაზია
 | 
  გაუმარჯოს,
 მე რაც მინახია Thinkpad-ები აქვთ ინჟინრებს სახელოსნოებში,
 პროგრამებს რასაც იყენებენ დიდი სიმძლავრე არ სჭირდება, მაგრამ SSD აუცილებელია რომ ჩართულ მოძრაობაზე პრობლემა არ ქონდეს
 Thinkpad-ები კი ძალიან ადვილი მოსავლელია, თუ რამე დაუზიანდა ნაწილები იშოვება ყველაფერი და გამოცვლის ინსსტურქციებიც
 
 მაინცდამაინც სამხედრო კლასის დაცვით თუ გინდა Panasonic Toughbook-ებია შედარებით ხელმისაწვდომები, უმეტესობას თაჩსკრინიც აქვს (ხელით ან სტილუსით) თუმცა ძაან მძიმეებია
 
 მე-2 მე-3 თაობის i3/i5 ყელამდე გეყოფა, მეტი სიმძლავრე ელემენტებს მალე დასვამს ტყუილად
 
 Thinkpad-ების X სერიას (და ზოგ T სერიასაც) აქვს ორი ბატარეის ოპცია, შეგიძლია გამოცვალო ბატარეა პირდაპირ ჩართულზე, კვების ბლოკის შეერთების გარეშე კომპის გაუთიშავად
 |