თურქეთმა ქალთა უფლებების დაცვის ევროპული შეთანხმება, იგივე „სტამბოლის კონვენიცია“ დატოვა, პოლიტიკოსთა ნაწილი შეთანხმებას აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ ის აზიანებს ოჯახის მთლიანობას, ახალისებს განქორწინებას და ხელს უწყობს ლგბტ საზოგადოების მიმართა მიმღებლობას
თურქეთმა ქალთა უფლებების დაცვის ევროპული შეთანხმება, იგივე „სტამბოლის კონვენცია“ დატოვა.
სტამბოლის 2011 წლის კონვენცია მთავრობებს სთხოვს მიიღონ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კანონმდებლობა.
”ქალთა უფლებების დაცვის გარანტი ჩვენი შიდა კანონებით დაწესებული რეგულაციებია, პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია. ჩვენი სასამართლო სისტემა საკმარისად დინამიური და ძლიერია იმისათვის, რომ საჭიროებისამებრ შეასრულოს ახალი რეგულაციები ”, – აცხადებს თურქეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი ზეჰრა ზუმრუტი.
კონსერვატორი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ხელშეკრულება აზიანებს ოჯახის მთლიანობას, ახალისებს განქორწინებას და მასში თანასწორობის შესახებ არსებული მოთხოვნები ლგბტ საზოგადოებამ გამოიყენა, რათა საზოგადოებაში მეტად მიღებულნი გამხდარიყვნენ.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შაბათს გამოსცა განკარგულება “სტამბოლის კონვენციის” რატიფიცირების გაუქმების შესახებ. 10 წლის წინ თურქეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ამ ევროპულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. “სტამბოლის კონვენციის” დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.
წყარო:
https://www.aljazeera.com/news/2021/3/20/tu...7LOPk65RZFSl1uU This post has been edited by GEORGIA007 on 23 Mar 2021, 13:04