#57682792 · 23 Mar 2021, 15:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
და საავადმყოფოში გაკეთდა ვაქცინა და გარდაიცვალა ადამიანი. არის ვარაუდი, რომ არ იყო ანაფილაქსიური რეაქცია. საქმე იმაშია, საერთოდ რატომ უნდა გაუკეთდეს ახალგაზრდა ადამიანს რაიმე კოვიდ ვაქცინა და მით უმეტეს, ასტრაზენეკა, რომელიც ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მხოლოდ 55+ ადამიანებში დაუშვა.
ან რომ გაიძახიან, პანდემია უნდა დავამარცხოთ ვაქცინაციითო, რის საფუძველზე ამბობენ ამას. ვირუსგადატანილ ადამიანებს დაჟინებით ურჩევენ აცრას, 3 თვის შემდეგ. წესით, აქამდე ასე იყო მედიცინაში, რომ ვირუსი ტოვებს გაცილებით უფრო ძლიერ იმუნიტეტს, ვიდრე ვაქცინა, უბრალოდ, ვირუსის გადატანა უფრო საშიშია, ვაქცინა კი ან ვირუსის ნაწილაკია, ან მკვდარი, ან დასუსტებული ვირუსია (ზოგადად ვაქცინა). ახლა ამ კოვიდზე ამბობენ, რომ მამალი კოვიდი რომც მოიხადო, ვაქცინა მაინც უნდა გაიკეთო. და ეს ვაქცინა რამდენი ხანი გიცავს, იცის ვინმემ? არა. თუ ვირუსის მოხდის მერე მხოლოდ სამი თვე ხარ დაცული და მერე ვაქცინა უნდა გაიკეთო, ხომ არის ლოგიკური, რომ ვაქცინაც მხოლოდ რამდენიმე თვე დაგიცავს, მეტი არა. ხოდა რა ბოდვაა იმის ძახილი რობოტებივით, რომ იიი ვაქცინაცია ამარცხებს პანდემიას. სისულელეებია ეგ. გატყუებთ ვინც ამას გეუბნებათ, ან უვიცია და სხვის ნათქვამს იმეორებს თუთიყუშივით.
This post has been edited by aerztin on 23 Mar 2021, 15:38
|