31 მარტი 22:45 (პირველი არხი)
საბერძნეთი - საქართველო საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 ტურში სალონიკიში, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი უქულოდაა, მიუხედავად იმისა, რომ უშანსოდ არცერთ მატჩში იყო. შვედეთსა და განსაკუთრებით ესპანეთთან, ფრანგი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა საკმაოდ საინტერესო შთაბეჭდილება დატოვა და ბოლომდე ნამდვილად იბრძოლა.
ესპანეთთან თამაშის პირველი ტაიმი საერთოდაც, იდეალური იყო და ალბათ, დიდი ხანია საქართველოს ნაკრებს თამაშში ასეთი მაგარი მონაკვეთი არ ჰქონია. თან, მეტოქესაც ხომ გააჩნია - ესპანეთის ნაკრებთან. თუმცა, ეს უკვე წარსულია, თავისი დრამებითა და ხვიჩა კვარაცხელიას პერფორმანსებით, წინ საქართველოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში აქვს, რომელშიც აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მძიმე 90 წუთის გადატანა მოუწევს.
საქართველო:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სანიოლი ფეხბურთელებთან სულ რაღაც ერთი კვირაა მუშაობს და გუნდა უკვე ორი თამაში ჩაატარა. განვლილმა მატჩებმა დიდი ძალა წაიღო, დავამატოთ ისიც, რომ ნაკრები ჯერ თბილისიდან სტოკჰოლმში ჩავიდა, მერე უკან დაბრუნდა და ახლა უკვე საბერძნეთშია. ამგვარად, საქმე საკმაოდ გართულებულია. ზოგადად, ჯგუფში ყველაზე მძიმე კალენდარი საქართველოს ნაკრებს ერგო - ადვილი არ არის შესარჩევი ეტაპი მსგავსი სამი თამაშით დაიწყო, მსგავს გრაფიკში. პლუს ამას, საბერძნეთის ნაკრები დასვენებულია, წინა ტური გამოტოვა და ამხანაგური თამაში ჰქონდა, რომელსაც ცხადია, ელადელებისთვის განსაკუთრებული ენერგია არ წაურთმევია.
ვილი სანიოლის გუნდს ლევან შენგელია გამოაკლდა, რომელმაც ესპანეთთან წითელი ბარათი მიიღო და ამგვარად, დისკვალიფიცირებულია. სამაგიეროდ, გუნდში უხმეს ორ მცველს - ირაკლი აზაროვსა და დავით კობოურს, ორივე დებიუტანტია და რთული სათქმელია, რამდენად მიეცემათ მათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ესპანეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე სანიოლმა თქვა, რომ შესაძლოა, ისეთ ფეხბურთელებსაც მიეცეთ თავის გამოჩენის შანსი, რომელთაც წინა ორ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ან დიდად არ დატვირთულან. და მაინც, ძნელად წარმოსადგენია, რომ ფრანგმა მნიშვნელოვან ფიგურებზე უარი თქვას, მიუხედავად დაღლილობისა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, რადგან მართლაც ინტენსიური კვირა იყო და აღდგენისთვის დრო ძალიან, ძალიან ცოტა.
საბერძნეთი:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საბერძნეთის ნაკრებმა შესარჩევი ციკლი დადებითად დაიწყო და გრანადაში ესპანეთთან ქულა მოიპოვა. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ "ფურია როხას" წინააღმდეგ იმაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე საქართველომ. ლუის ენრიკემაც აღნიშნა, რომ თბილისში მის გუნდს უფრომ მძიმე თამაში ჰქონდა, ვიდრე ბერძნებთან. თუმცა, ისევ და ისევ, ეს მხოლოდ ისტორიაა და ყველა თამაში ახალი ფურცლიდან იწყება, ყველა მატჩს განსხვავებული ისტორია გააჩნია.
ესპანეთთან ფრის შემდეგ, საბერძნეთმა ჰონდურასთან ისპარინგა და ევანგელოს პავლიდისის დუბლით 2:1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ამ ორ მატჩში განსხვავებული შემადგენლობა იყო მინდორზე და ამდენად, ჩვენთან დაპირისპირებას, დიდი ალბათობით, დასვენებული ფეხბურთელებით შეხვდებიან.
ძნეთის ნაკრებს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, მაგრამ თუ ესპანეთს არ ჩავთვლით, მეტოქეებად რანგით მასზე დაბალი დონის გუნდები ჰყავდა. შესაბამისად, რთული შესაფასებელია ამ გუნდის რეალური შესაძლებლობები. თუმცა, ისიც აშკარაა, რომ ჯონ ვან'ტ სხიპის გუნდს ფავორიტის სტატუსით თამაში კარგად გამოსდის და საქართველოს ყურადღებით ყოფნა მართებს. მეორეს მხრივ, ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ საბერძნეთში ქულების მოსაპოვებლად ჩადიან და არა თავის დასაცავად. ასე რომ, წინ წესით, საინტერესო თამაში გველოდება.
საქართველოს როგორც წესი, საბერძნეთთან თამაში ნაკლებად გამოსდის, ურთიერთშეხვედრების ბალანსი მართლაც შემაშფოთებელია, მაგრამ ოდესღაც ყველაფერს აქვს დასასრული და იქნებ, ჩვენთვის ახლა გატყდეს ეს ერთგვარი ნავსი.
ურთიერთშეხვედრები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საქართველო და საბერძნეთი ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ და მეტოქე აშკარა უპირატესობას ფლობს: 1 ფრე და 6 წაგება (5:14-ზე ბურთების ბალანსი). პირველად ქართულ-ბერძნული დუელი 1996 წლით თარიღდება და ელადელებმა 2:1 გაიმარჯვეს, ხოლო ბოლოს 2011 წლის 11 ოქტომბერს, თბილისში გამარჯვება ისევ მეტოქეს დარჩა. ერთადერთი ფრე 2010 წელს დაფიქსირდა, როდესაც პირეოსში ალექსანდრე იაშვილის სწრაფ გოლს ნიკოს სპიროპულოსმა უპასუხა.
საინტერესო ფაქტები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 2005 წლის შემდეგ სტუმრად თამაში არ მოუგია (ყაზახეთთან 2:1).
საბერძნეთის ნაკრებს კონკრეტულად მუნდიალის შესარჩევში შინ ბოლო 5 მატჩიდან ერთადერთი აქვს მოგებული და ისიც უსუსტეს გიბრალტართან (4:0, 2017 წელს).
საქართველოს ნაკრებს 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (3 ფრე, 4 წაგება), საბერძნეთს პირიქით - ბოლო 7 თამაშია არ წაუგია (4 მოგება, 3 ფრე).
საქართველოს ნაკრებს მუნდიალის მატჩებში 2012 წლის შემდეგ არ მოუგია, როცა ბელარუსი 1:0 დაამარცხა (19 მოუგებელი მატჩი).
მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებში საქართველომ ბოლო 4 შეხვედრა მინიმალური სხვაობით დათმო.
საქართველოს ნაკრების ბოლო 3 გოლიდან 2 ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. ის 1 გოლიც პენალტით ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა და გამოდის, რომ თამაშიდან ბოლო 6 მატჩში გოლი მხოლოდ ხვიჩამ გაიტანა.
საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის კარში ისტორიაში 5 გოლი გაუტანია (7 თამაშში). ხუთივე გოლი ხუთ სხვადასხვა მატჩზე ნაწილდება, ყველა შემთხვევაში ანგარიში საქართველომ გახსნა, მაგრამ უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა და 4-ჯერ წააგო, ერთხელ ფრე ითამაშა.
საბერძნეთის ნაკრებს ნაკრების ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრების ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა (ამ 5 თამაშში ქართველებმა მხოლოდ 2 გოლი გაიტანეს).
ბერძნებს საკუთარ მოედანზე 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ (5 მოგება, 3 ფრე), მაგრამ ამ სერიამდე ზედიზედ 4 თამაში ვერ იგებდნენ (1 ფრე, 3 წაგება).
საქართველოს ნაკრებს სტუმრად 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (2 ფრე, 1 წაგება), ბოლოს სექტემბერში, ესტონეთი 1:0 დაამარცხა.
სავარაუდო შემადგენლობები: საბერძნეთი (4-1-4-1): ვლახოდიმოსი - ბაკაკისი, პაპადოპულოსი, ცაველასი, ციმიკასი - ზეკა - ლიმონისი, ბუხალაკისი, მანტალოსი, მასურასი - ბაკასეტასი
საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე - აბურჯანია, კანკავა - ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია - ქვილითაია.
https://popsport.com/article/33395-preview-...s-dro-da-shansiწარმატებები ბიჭებს
პ.ს.
ქვილითაიას რატომ გადაეკიდა .......
This post has been edited by Choncxis mzera on 31 Mar 2021, 16:28