გამარჯობათ , მოკლედ ავხსნი სიტუაციას და ვიდრე იურიდიულ კონსულტაციასაც გაივლიდნენ იქნებ ვინმემ იცოდეთ
მოკლედ , რეგიონში ქონება იყო იპოთეკით დატვირთული , მერე ისე მოხდა აღარ/ვეღარ იხდიდა მესაკუთრე ამ ყოველთვიურ ვალდებულებას და ბანკისგან წამოვიდა
ასეთი შემოთავაზება . ეგ ქონება გადმოგვიფორმეთ და 1 წლის ვადაში თუ დაიფარება არსებული ვალი , პლიუს ამ ერთი წლის პროცენტი დაგიბრუნებთო
ნუ სხვა გზა არ იყო და გადაუფორმეს . გავიდა ის ერთი წელი და ერთიც ზემოდან , ანუ სულ 2 ზე მეტი . ნუ ვალის დაფარვა ვერ მოხდა , ახლა ქონება ბანკის სახელზეა
ნუ საქმე ისე მიდის , მესაკუთრე მაინც ვერ იხდის და ქონებაზე პრეტენზია აღარ არის .
უბრალოდ ამ ქონებაში არის მაღაზიასავით რაღაც , მაგრამ საინტერესოა რო მიუხედავად იმისა , რომ ამ დედლაინს 1 წელზე მეტი გადაცდა არავინ მისულა
და ამუშავებს ისევ მაღაზიას . (მინიმალურ შემოსავალზეა საუბარი)
გასაგებია რომ მესაკუთხრე ნამდვილად არ მოიქცა , ვერ მოიქცა როგორც საამაყო კლიენტი , უბრალოდ ახლა რა პროცედურები მიმდინარეობს ეგ გვაინტერესებს .
ბანკში რო დარეკეს , მოკლედ ვისაც ებარა საქმე აღარ მუშაობსო , ასე არ მოიძებნება თქვენს პირადობაზეო და მოვიძიებთ ინფორმაციასო თუ
რაღაც მსგავსი უთხრეს .
და ახლა როგორ არის ამბავი , რაც დროს გადის ემატება ვალდებულების თანხას პროცენტები თუ ? ქონების მეპატრონე ბანკია ახლა ნამდვილად იციან , აქედან გამომდინარე
თუ ემატება პროცენტები , აუქციონზე თუ არ გაიყიდა სათანადო თანხად თავდებზე გადავა პასუხისმგებლობა ?
ან თუ არ ემატება და ვსო , რატო არავინ მივიდა აქამდე ? დიდი ბოდიშით თუ გაურკვეველი ფორმით გადმოვეცი ინფორმაცია , მეც ამ ფორმით მომაწოდეს

)))
მადლობელი ვიქნები თუ ვინმე ორ სიტყვას შეგვაშველებთ .
This post has been edited by levan88 on 26 Mar 2021, 00:12