temotabმთლად სწორში რას გულისხმობ, ნაწილობრივ სწორია? ვიცი რომ დღეს არაფერს ნიშნავს წითელი და ლურჯი მხარე, მაგრამ ასოციაციურად ყველამ იცის მგონი რო დემოკრატები სოციალისტურ პოლისებს უფრო ავრცელებენ ვიდრე პირიქით. ამერიკელები არ ვართ მარა ჩემი აზრით ბევრი რამე შეიძლება ითქვას ჩვენს პოლიტიკაზე, თუ სხვა ჭრილში გავატარებთ

ჩვენი იდეოლოგიები და პოლიტიკური სტრუქტურები რაც გვაქ, დასავლეთიდანაა გადმოტანილი და არამგონია იმის ეჭვი უსაფუძვლო იყოს რომ უბრალოდ მათ ნაბიჯებს გავდივართ და იდეოლოგიურად "შეპყრობილები" ვართ, პიტერსონმა როგორც თქვა :დ
ანდა გადავიფიქრე, ### თემაა რაზე უნდა ილაპარაკო არ ვიცი. უბრალოდ დღეს ბევრი ამომრჩეველი ლიბერტარიანელია ან რამე ეგეთი, კომუნიზმიც კი უბრალოდ საშუალო ფენის გერმანელი სტუდენტების მონაჩმახია. მიშამ რო ეს ქვეყანა აგვიშენა, საიდან აგვიშენა, ნახა ამერიკული ცათამბრჯენები და მოუნდა აქეთ გადმოეტანა და გადმოიტანა თავისუფლების იდეები და იმ დროს ნორმალური კონსერვატიული იდეოლოგია. მოგვცა ძლიერი პოლიცია, თავისუფალი ეკონომიკა და მედია რომელიც ისევ დასავლეთიდან ნასესხები ფულით აგვიშენა. ისე, ფერებიც კი ეწყობა ერთმანეთს, ოცნება ლურჯ ფერს აწვება ნაცები წითლებს

უბრალოდ თითქოს სადღაც გავიჭედეთ, კულტურულადაც და იდეოლოგიურადაც, რელიგია მოვაძლიერეთ საბჭოთა კავშირის ჯინაზე, ვიფიქრეთ რომ რახან ქრისტიანები ვართ და ევროპაც ქრისტიანულია ესეიგი რამე მოხდებოდა მარა დღეს ევროპა უღმერთოა და რუსეთი ზუსტად იმ პოლიტიკას ატარებს რაც ჩვენ გვქონდა ამდენი წელი, პიროვნების კულტი პრეზიდენტად რომელიც რელიგიურობას და ტრადიციულობას აწვება. ამ ყველაფრის წინ წამოწევა კი ცოტა უხერხულად გვაყენებს დასავლეთის პროგრესულობასთან და მარშებიც მაგაზე იყო ზუსტად, ჩანასახშივე ურთიერთგამომრიცხავი და "პრობლემატური". ბიზნესის წინ წამოწევამ კი ლიბერტარიანული ძალა გააღვივა და ხალხს ეკონომიკური თავისუფლების იდეა ჩააწვეთა, შეიძლება არ თვლიდეთ რო გირჩის 10% ბევრია მარა ჩვენი ქვეყნისთვის ბევრია მგონი როცა ტიპები სახელმწიფოებაზე უარს ამბობენ საერთოდ. მგონი ამიტომ გავხსენი თემა მარა მგონი აზრი არ აქვს ტვინის მტვრევას ეგეთ რაღაცეებზე
This post has been edited by ვუნდერკინდი on 24 Mar 2021, 07:01