მოგეხსენებათ, ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო ბოიკოტს აგრძელებენ, არც მმართველი პარტია ცდილობს კრიზისის დაძლევისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგას, მეხუთე თვე გადის, ვერც ამერიკის, ვერც ევროსაბჭოს და ვერც ევროკავშირის მოწოდებებმა შედეგი ვერ გამოიღო, უამრავი შეხვედრის და მოლაპარაკებების მიუხედავად, ვეცერთ საკითხზე, კონსენსუსამდე ვერ მივიდნენ. ერთადერთი, რაზეც ოპოზიციცა და ხელისუფლებაც თანხმდება, ფინანსების მიღებაა. საინფორმაციო პორტალ npg.ge-s ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ბოიკოტი და პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, საკმაოდ მსუყე დაფინანსება მიიღო როგორც ქართულმა ოცნებამ, ასევე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა.
ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, მილიონ ლარზე მეტი აქვთ მიღებული მმართველ პარტიას და გაერთიანებულ ოპოზიციას. ევროპულ საქართველოს, პატრიოტთა ალიანს და სტრატეგია აღმაშენებელს - 300 ათას ლარზე მეტი, ხოლო ლელოს ამათზე ცოტა ნაკლები. ანუ, გამოდის, სახელმწიფო ფულს უხდის პარტიებს იმისთვის, რომ მერე ამ პარტიებმა შექმნან პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ისევ სახელმწიფოს აზარალებს.
გთავაზობთ ზუსტ თანხებს, რომელმა პარტიამ რამდენი მიიღო მოქმედი პოლიტიკური კრიზისის პერიოდში:
ქართული ოცნება - 1,71 3340 ლარი
გაერთიანებული ოპოზიცია - 1,038 803 ლარი
ევროპული საქართველო 374,803 ლარი
სტრატეგია აღმაშენებელი - 348,120 ლარი
პატრიოტთა ალიანსი - 347,707 ლარი
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 0 ლარი
გირჩი - 0 ლარი
ლელო - 267,853 ლარი
ლეიბორისტული პარტია - 96,570 ლარი.
მაგრად ფიქრობს ორივე მხარე სახელმწიფოზე და ხალხზე.
გამოუშვუთ ახლა პარტაქტივმა ფრაზები - ეკუთვნით კანონით, არსებობა ხომ უნდათ და ეგეთები...
ლიმონას არ იყოს, თუ არ მეცოდებოდეს სახელმწიფო ამათ ხელში, ბოიშვილი ვიყო...
https://npg.ge/ka-GE/Home/Details/437 This post has been edited by jangi on 26 Mar 2021, 16:41