საპროტესტო მოძრაობისა და სპექტაკლის იდენტური სახელწოდებების გამო, ხელისუფლებამ გორში დაანონსებული სპექტაკლი "შეცვალე" ჩაშალა
20:49 2020-01-10
საპროტესტო მოძრაობისა და სპექტაკლის იდენტური სახელწოდებების გამო, ხელისუფლებამ გორში დაანონსებული სპექტაკლი "შეცვალე" ჩაშალა. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მკვიდრი, ანი ლაცაბიძე ავრცელებს. ანი ლაცაბიძე წერს, რომ თეატრის ადმინისტრაცია, სპექტაკლის ჩაშლის მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებს.
"გორის თეატრში 20 იანვარს ჩანიშნული სპექტაკლი ,,შეცვალე" აღარ გაიმართება,რის მიზეზადაც თეატრის ადმინისტრაცია ტექნიკურ პრობლემას ასახელებს, ანუ სპექტაკლის, რომელშიც დიდი შრომა ჩაიდო, ჩაინიშნა პრემიერა, გაიყიდა ბილეთები, ტექნიკური პრობლემა გახდა ხელისშემშლელი ფაქტორი? გამომდინარე იქიდან რომ სპექტაკლის სახელი იდენტურია ანტისახელისუფლებო მოძრაობის სახელთან #შეცვალე და აჭრელდა ქუჩები ,,შეცვალეს" ბანერებით უსიამოვნო აღმოჩნდა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და გადაწყვიტეს გაეუქმებინათ დაანონსებული სპექტაკლი! აღნიშნული გადაწყვეტილება არის შეშინებული ხელისუფლების რეაქცია! გვესმის რომ გეშინიათ თავისუფლებისათვის მებრძოლი ახალგაზრდების, მაგრამ ასე თქვენც თუ დაგვიმოწმებთ ხოლმე თქვენი გადაწყვეტილებებით იცოდეთ რომ ეს ორმაგად გვმატებს ბრძოლის უნარს!" - წერს ანი ლაცაბიძე სოციალურ ქსელში.
https://www.newposts.ge/?l=G&id=222278-%E1%...%83%9A%E1%83%98