თემა არის ინფორმატიული ხასიათის. გამოვიტანე ცალკე, რადგან აქ მინდა შემოგთავაზოთ ‘სიზმარი ნაწილი VII’’-ში ჩემი გაზიარებული ტექნიკა, სიზმრის ახსნის შესახებ და სამომავლოდ სხვა დანარჩენიც
ფსიქოლოგიური ტექნიკა ფსიქოთერაპიის ელემენტია, სამკურნალო ეფექტით.
ფსიქოთერაპიასთან დაკავშირებით, შესავალში მინდა ფსიქოლოგიაში ოთხი ერთმანეთისგან გამიჯნული ასპექტი გამოვყო:
1.ფსიქოლოგია-მეცნიერული ჭრილი
2.ფსიქოკონსულტირება-პრაქტიკა, მოკლევადიანი, ორინეტირებული პიროვნულ ზრდაზე
3.ფსიქოთერაპია-პრაქტიკა, გრძელვადიანი, ორიენტირებული აშლილობების მკურნალობაზე
4.ფსიქიატრია-მკურნალობა მედიკამენტებით
ფსიქოთერაპია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ფსიქო- ψυχή -სულს, თერაპია- θερᾰπεία -ზრუნვას, მკურნალობას. ეს არის სამკურნალო ზემოქმედების მქონე სისტემა, რომელიც ფსიქიკის დახმარებით ადამიანის ორგანიზმის განკურნებას ახდენს, ასევე მიმართულია ცხოვრებაში სხვადასხვა (ემოციური, პირადი, სოციალური) გამოწვევის მისაღებად.
მე- XVIII საუკუნეში, მის ჩანასახს ვხვდებით ფრანგ მედიკოსსა და მკურნალთან ფრანც ანტონ მესმერთან, რომელმაც შექმნა სწავლება ‘ცხოველურ მაგნეტიზმზე’ (მესმერიზმი), 1841 წელს კი მისი მიმდევრების, ექსპერიმენტალურ წარმოდგენას დაესწრო, ბრიტანელი მეცნიერი ჯეიმს ბრეიდი, რომელიც დაინტერესდა ამ მოვლენით და 1843 წელს გამოაქვეყნა საკუთარი ექსპერიმენტების შედეგი, ნაშრომში ‘ნევროჰიპნოლოგია’, სადაც პირველად გამოიყენა სიტყვა ჰიპნოზი.
ამის შემდეგ იყვნენ:
ვილჰელმ მაქსიმილიამ ვუნდტი-1875 წელს მსოფლიოში პირველი ლაბორატორია შექმნა, ფსიქოლოგიური კვლევებისთვის;
ჯან მარტენ შარკო-ზიგმუნდ ფროიდის მასწავლებელი, რომელიც 1870 წლიდან მკურნალობდა ჰიპნოზით.
ზიგმუნდ ფროიდი-ფსიქოანალიზის ფუძემდებელი, შთაგონებული შარკოს ტექნიკით
ფსიქოთერაპია ტარდება თერაპევტსა და პაციენტს შორის პიროვნულ დონეზე ღრმა კონტაქტის გათვალისწინებით, სხვადასხვა კოგნიტური, ქცევითი მეთოდების და ტექნიკებით გამოყენებით. თერაპიაშედგება სესიებისგან. ხანმოკლე თერაპია 5-6 სესიისგა შედგება, სტანდარტული CBT-10-15 სესია, ხანგრძლივი-ნახევარ წელზე მეტი ხანი გრძელდება. თერაპიის შერჩევა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლიენტ/პაციენტის კონსტიტუციაზე.
ფსიქოთერაპიის ტიპებია:
1.ინდივიდუალური;
2.წყვილებში;
3.ჯგუფური.
ფსიქოთერაპიის სახეობები:
-კოგნიტურ-ქცევითი თერაპია (CBT)-მეცნიერულად დამტკიცებული თეორია
-რაციონალური-თეორია
-ფსიქოანალიზი-თეორია
-კლიენტზე ცენტრირებული-თეორია
-ეგზისტენციალური-თეორია
-გეშტალტი-თეორია
-ფსიქოდრამა-თეორია
-ტრანზაქციული ანალიზი-თეორია
ასევე ვურთავ ფსიქოთერაპიის თანამედროვე კონცეპციის განსაზღვრებას, სტრასბურგის დეკლარაციიდან:
1.Psychotherapy is an independent scientific discipline, the practice of which represents an independent and free profession.
2.Training in psychotherapy takes place at an advanced, qualified and scientific level.
3.The multiplicity of psychotherapeutic methods is assured and guaranteed.
4.A full psychotherapeutic training covers theory, self-experience, and practice under supervision. Adequate knowledge of various psychotherapeutic processes is acquired.
5.Access to training is through various preliminary qualifications, in particular human and social sciences.
Strasbourg, October 21st, 1990 (EAP).
პ.ს. ფორუმის ფორმატიდან გამომდინარე სესიები არ გამოგვივა, თუმცა რადგან თემა ფსიქოთერაპიას ეხება რაც გინდათ, როგორც გინდათ, როდესაც გინდათ ის დაწერეთ მეც აქ ვარ.
ნებისმიერი რჩევის გაზიარება, ნებისმიერი რეკომენდაციის გაცემის სურვილი, მაშინ როდესაც ადამიანს ამის შესახებ არ სთხოვენ-სათერაპიოა ( ფსიქოლოგიის ეთიკური კოდექსი)
* * *
ჯგუფური ფსიქოთერაპიული ტექნიკა, მისთვის ვინც სიზმარში ხედავს:
1.ერთი და იგივე ადამიანს;
2.ერთი და იგივე ადგილს;
3.ერთი და იგივე შინაარსის სიზმარს
ან ეღვიძება ერთი და იგივე განცდით
საჭიროა, რომ მონაწილემ დაწეროს სიზმარი ან სიზმრები; დანარჩენმა მონაწილეებმა კი ხმამაღლა წაუკითხონ მას, მისი დაწერილი.
მოსმენის დროს, სიზმრის ავტორი უნდა იყოს მოდუნებული და იყოს ბნელ გარემოში.
ფორუმის სივრცის გათვალისწინებით, მოგვიწევს აუდიო ან ვიდეო ჩანაწერის გაკეთება და სიზმრის ავტორისთვის აქ დადება ან pm-ში. როგორც თვითონ გადაწყვეტს
This post has been edited by ketevani-psychologist on 28 Mar 2021, 18:56