#57718519 · 31 Mar 2021, 12:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარებულ რეფერენდუმზე, საზოგადოებამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ეს იყო ჩემი და დეგას თაობის ღირსეული გამარჯვება. ჩვენმა თაობამ სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დათმო ქვეყნის თავისუფლების წილ. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, შემდეგმა თაობეებმა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა ვერ შეძლეს. ვერც მშვიდობით და ვერც ხმლით. და საქართველოს ალბათ არ ყოლია ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ამხელა როლი ითამაშა ქვეყნის თავისუფლებისთვის, რისთვისაც საკუთარი სიცოცხლით ზღო. გილოცავთ უბრწყინვალესი ქართველის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. მე ბედნიერი ვარ, რომ უშუალოდ ვგდავარ გამსახურდიასა და კოსტავას გვერდით, ხელის შეხების მანძილზე. მახსოვს მათი სიფრთხილე კანონდამცველებტან მიმართებაში. არც ისინი არღვევდნენ კანონს და არც სხვას მოუწოდებდნენ ამისთვის. ერთ-ერთი მსვლელობის დროს, კოსტავას უთხრეს, მსვლელობის გზაზე მილიციას ქონდა გზა გადაკეტილი. "აუჰ", შწუხებული სახით წარმოთქვა მერაბმა და მარშრუტი შეცვალა.
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|