jangula
Fაქები ოპტამ

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10209
წევრი No.: 48520
რეგისტრ.: 4-December 07
|
#57750685 · 7 Apr 2021, 10:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | ქართლ, კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმ, ჯავახეთი და მესხეთი სასახელო, ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი და აფხაზეთი, ძველი ტაო, იმერხევი, საინგილო და ლაზეთი, მთიულეთი-საარაკო, და აჭარის ზღვა და მდელო, ყველა ჩემი სამშობლოა, საყვარელი საქართველო. |
Чвени эртмортсмуне дзмеби - ჩვენი ერთმორწმუნე ძმები (ფბ) 11h · "ასე იწყებოდა ქართული ცნობიერების რღვევა დავიწყოთ შორიდან. გიორგი ბრწყინვალეს გარდაცვალების შემდეგ ბილიარდის ქვებივით დაშლილ საქართველოში ქართველი კაცის ცნობიერებაში პოლიტიკური ცნება „საქართველო“ დაპატარავდა და ერთ-ერთი პროვინციის „ქართლის“ სახელს გაუთანაბრდა. ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლას ქართული ცნობიერების რღვევაც მოჰყვა. საამისო მაგალითები უხვადაა შემონახული, როგორც ქართულ მწერლობაში, ასევე ისტორიოგრაფიაშიც. დავითისა და თამარის ეპოქაში, როცა ერიცა და მისი წინამძღოლიც საკუთარი თავის პატრონი იყო, ქართველი კაცი ქართულად აზროვნებდა, ხოლო, როცა ქართველმა კაცმა პატრონიცა და მარჩენალიც საკუთარი ქვეყნის გარეთ მოძებნა, იმნაირად დაიწყო აზროვნება, როგორც მის პატრონსა და მამა-მარჩენალს სურდა. 1586 წელს მოსკოვის მეფემ თედორე ივანეს ძემ საკუთარ ტიტულს „ივერიის ქვეყნისა და ქართველთა მეფეების ხელმწიფის“ ტიტულიც მიუმატა. გაზულუქებული ქართველი დიდებულები, ქეიფსა და ღრეობას რომ იყვნენ გადაყოლილები, დამუნჯებულები შეეგებნენ ამგვარ საქციელს. ქართულ ისტორიოგრაფიაში ასეთ რამესაც წაიკითხავთ:“ ვახტანგ მეექვსე რუსეთს წარვიდა და ბევრი ვინმე წარყვნენ საქართველოსი და კახეთის დარბაისელნი“... ეკატერინე მეორეს კარისკაცი ჰყავდა ერთი-გრაფი პანინი. ამ კაცის სამოქმედო დევიზი ასეთი იყო: სული რუსული, სხეული-ადგილობრივი. ეს დევიზი ძალიან დიდი ხნის მანძილზე, ღიადაც და დაფარულადაც დამანგრეველად მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს ქართველი კაცის ცნობიერებაზე. 1959 წელს გამოცემულ „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის „მოამბის“ პირველ ტომში ჩვენი ტრაგიკული ისტორიით ნასაზრდოები ქართველი კაცის ამგვარ დამახინჯებულ ნააზრევს ამიოკითხავთ: „თუ იმერელმან კაცმან მოიყვანოს ტყვე, თუ საქართველოს კაცმან სამოსამხუროთ, შესანახავად დაიხსნას“... „ ჩვენ საქართველოს და კახეთის დედოფალთ-დედოფალი და დადიანის ასული დარეჯან“... „ჩვენ მეფემან კახეთისამან ირაკლიმ, ძემან ღმრთივცხებულის საქართველოს მეფის თეიმურაზისაგან ესე განაჩენი გავარიგეთ.“ „ლეკთა გააოხრეს კახეთი და საქართველო.“ ყოველდღიურ სარჩო-საბადებელზე ფიქრით გონებადამძიმებულ რიგით გლეხს რა უნდა მოსთხოვო და უსაყვედურო, როცა გენიალური ტატო ბარათაშვილის პირად წერილებშიც კი წააწყდებით ასეთ უმსგავსობას: კერძოდ, 1841 წლის გურიის აჯანყების ჩახშობაში რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი, პოეტი გრიგოლ ორბელიანიც მონაწილეობდა. იმხანად მისი დისწული და ჩვენი საამაყო პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი ასე სწერდა მას: „ხუმრობა ხომ არ არის, რომ ქართველმა კაცმა გურულებს შეაგონოს ყოველივე უბედურება რომელიც შეუდგების აღშფოთებას...“ ქართული ეროვნული ცნობიერების დამახინჯების და ქართველთა სხვადასხვა ერებად დაყოფის უმახინჯესი სურათია წარმოდგენილი ციფრებით 1901 წელს გამოცემულ ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში აქ თბილისის გუბერნიის მოსახლეობა ამდაგვარადაა აღწერილი: რუსები-4,4 პროცენტი. ბერძნები-2,7 პროცენტი. ოსები-8,9 პროცენტი. სომხები-23,0 პროცენტი. ქართველები-45,0 პროცენტი. თუშები-0,7 პროცენტი. ფშავლები-1,1 პროცენტი. ხევსურები-0,8 პროცენტი. იმერლები-1,1 პროცენტი. 1920 წელს პეტროგრადში საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერის ნიკო მარის წიგნი გამოვიდა სახელწოდებით „კავკასიის მოსახლეობის ტომობრივი შემადგენლობა“. ამ წიგნში არაქართველებად მოიხსენიებიან: ფშავლები ხევსურები, მოხევეები, გურულბი. მარის თქმით, ისინი по язику грузинизовдные, ხოლო აჭარლები, მისივე თქმით, არიან огрузинившиесия мегрелы.» რაც შეეხება მეგრელები, სვანები და ლაზები, საერთოდ არ არიან ქართველები. ნიკო მარი ძალიან დიდი მეცნიერი რომ იყო, არ გვიკვირს, მაგრამ გასაკვირი და გამოუცნობი ის უფროა, ამოდენა მასშტაბის მეცნიერი, ყოველივე ამას, მავანთა დავალებით სწერდა თუ მართლა ასე სწამდა? აბა იმას ახსნა რად უნდა, რაც უკვე ყველამ დღის სინათლესავით მკაფიოდ იცის, რომ ნიკო მარი დედითაც და მამითაც ნაღდი ქართველი იყო. ცნობილია, რომ ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, საქართველოს განუწყვეტელი ომი და ბრძოლები ჰქონდა მაჰმადიანურ სამყაროსთან. ამ გაუთავებელმა ბრძოლებმა თანდათანობით რელიგიური ხასიათი მიიღო. ამიტომაც რელიგიურმა ინტერესმა თითქმის შთანთქა ეროვნული ინტერესი. ამგვარმა მოვლენებმა გამოიწვია ის, რომ მართლმადიდებელი ქართველი კაცის ცნობიერებაში ქართველი გაიგივდა ქრისტიანობასთან.მართლმადიდებელი ქართველი მაჰმადიან ქართველს, (და არა მარტო მაჰმადიანს), ქართველად აღარ თვლიდა. ორივენი ერთმანეთს მტრობდა და საერთო ენას ვეღარ პოულობდა. ქრისტიანი ქართველის ცნობიერებაში მაჰმადიანი ქართველი გაიგივდა თათართან, კათოლიკე ქართველი ფრანგთან, გრიგორიანელი ქართველი სომეხთან. ეს მახინჯი აზრი და შეხედულება, რომლის ამოძირკვასაც დიდმა ილია ჭავჭავაძემ ლამის მთელი სიცოცხლე შეალია, დიდი ხნის მანძილზე ტრიალებდა ქართველი კაცის გონებაში და სამწუხაროდ ,დღესაცაა შემორჩენილი ზოგიერთი გაუნათლებელი ქართველის უმწიფარ ტვინში.. …უნივერსალურად განათლებული პუბლიცისტი ნიკო ნიკოლაძე მემუარებში ("წარსულიდან") წერს: ..."იმ დროის ქუთაისიდან რუსეთში სავაჭროდ მარტო სამი კაცი დაიარებოდა: გორიდან გადმოსახლებული სომეხი პეტრე მღებრიშვილი, გორელი ფრანგი გაბრიელ ენდრონიკაშვილი და მამაჩემი." პეტრე მღებრიშვილი სომხად იმიტომ იწოდა რომ იგი სარწმუნოებით მონოფიზიტია, ხოლო გაბრიელ ენდრონიკაშვილი ფრანგად იმიტომ ითვლება, რომ იგი კათოლიკეა. ჯავახეთში, სოფელ წითელ საყდარში ორი ძმა ალექსი და მოსე სანდაძეები ცხოვრობდნენ.რაკი ერთი ძმა ალექსი სანდაძე გრიგორიანელი იყო მას მისი ძმა მოსე სანდაძე სომეხად თვლიდა. ხოლო ალექსი კი მის ძმას- მოსეს, რაომელიც მართლმადიდებელი იყო,- ქართველად . ცნობილ პიროვნებას ილია ალხაზიშვილს, რომელსაც დამთავრებული ჰქონდა ხარკოვის უნივერსიტეტი, იყო ფრიად განათლებული და იცოდა რუსული, ფრანგული, ლათინური, სომხური და თურქული ენები, უცდია განემარტა ალექსი სანდაძისათვის რჯულისა და ეროვნების განსხვავება. აი, მათი დიალოგი: "-აი, მე ახლა გვარ-ტომობით, ეროვნებით ხომ ქართველი ვარ, ხომ ქართველის სისხლი მიდგია?... -დიაღ, ქართველი ბრძანდები და... -მოიცა, მოიცა, ალექსი, ხომ ქართველი ვარ ბუნებით, მაგრამ სარწმუნოებით ქრისტეს აღმსარებელი ვარ ბერძნის კონდაკზე და ამისათვის მართლმადიდებელს მეძახიან. -ჰოდა, ქართველი ბრძანდებით! -კარგი და პატიოსანი. მე რომ ახლა ქრისტიანული წესი, ვთქვათ, კათოლიკე დოღმატით და მათ ტიბიკონზე ვასრულო, მაშინ ვინ ვიქნები? - ფრანგი! -რას ამბობ კაცო, როგორ თუ ფრანგი? სიტყვა ფრანგი ხალხის სახელია და არა სარწმუნოებისა. (ი. ალხაზიშვილი. "ჯავახური ლეგენდები".) საუკუნეთა მიღმიეთში შეგნებულად და გამიზნულად დამკვიდრებული ამგვარი სიმახინჯე დროდადრო იჩენდა და ისევ იჩენს ხოლმე თავს და თანამედროვე მასმედიისა და ტელეკომუნიკაციების საშუალებით იოლად სერავს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. ამიტომაცაა, რომ მავანს საქართველოს მოსახლეობა სხვადსახვა ჯურის ტომთა გროვა ჰგონია, რომლებსაც თითქოს, არც გენეტიკური, არც კულტურული, არც პოლიტიკური და ისტორიული ერთიანობა არ გააჩნიათ. ამის გამოისობით იყო, როცა საქვეყნოდ ცნობილმა დისიდენტმა და მეცნიერმა ანდრეი სახაროვმა საქართველოს „მალაია იმპერია“ უწოდა, ხოლო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობისას, ერთ-ერთი აფრიკული გაზეთი წერდა: საქართველოს პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ყველაზე მეტად მისმა ტომმა უერთგულაო. 1995 წელს თბილისში გამომავალმა გაზეთმა „მაცნემ“ ასეთი ინფორმაცია მიაწოდა მკითხველს: „დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობა 5,57 მილიონია. აქედან: 69 პროცენტი- ქართველები. 9 პროცენტი-სომხები. 6 პროცენტი-რუსები. 6 პროცენტი-აჭარლები. 5 პროცენტი- აზერბაიჯანელები, 3 პროცენტი-ოსები. 2 პროცენტი-აფხაზები. „ სცადა მაინც ვინმემ, ეზრუნა, რომ „აჭარის ისტორიის“ ოთხტომეულის გამოცემამდე „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ თუნდაც მე-4 ტომი მაინც გამოგვეცა თურქულ ენაზე და მიგვეწოდებინა იგი აჭარლებისათვის.“ (ლერი სიხარულიძე, „ საქართველოს რესპუბლიკა“, 8 აგვისტო, 1997 წელი) „ძალიან განვიცდი ასეთი გაუგებრობა რომ ხდება აჭარასა და საქართველოს შორის“.(ელდარ შენგელაია, „ახალი თაობა“ 3 აპრილი, 1998 წელი). .....“ მოხდება ისე, როგორც აჭარაში, აჭარლები გაქართველდნენ“.(გურამ მამულია, „გაუხმაურებელი ფაქტები“, 17-24 მარტი, 1998 წელი). აღარც კომენტარებსა და აღარც ფაქტების მოძიებას გავაგრძელებ, ისედაც ნათელია ყველაფერი. ეს ყველაფერი აქ იმიტომ მოვიტანე, რომ მინდა ერთხელ კიდევ შევახსენო ყველას , თუკი ჩვენ დღეს ისე ვიაზროვნებთ, როგორც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანი, (კერძოდ ვიცეპრემიერი კ.კალაძე)რომლებსაც აჭარლები ქართველობისაგან განსხვავებული ცალკე ეთნოსი ჰგონია, მაშინ ვერასოდეს ვერ დავაღწევთ თავს იმ კუთხურ იწილო-ბიწილოს, კუთხურ ციდამტკავლურ ინტრიგებს, ორღობულ ცეტობას და ისედაც შაგრენის ტყავივით თვალსა და ხელს შუა შემოლეული საქართველო, წვიმის წვეთივით აგვიორთქლდება." სანდრო ბერიძის პოსტი
--------------------
დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში!-ბოდლერი დიქტატურას, იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმ მიზნით, რომ დიქტატურა დამყარდეს!-ორუელი "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ. ფსიქიატრს მიმართეთ!"-ჩერჩილი
|