ბევრი კი გამომივიდა მაინც წერა, მინდოდა მოკლედ დამეწერა, უბრალოდ ეს ქვეყანა ხომ ყველასია, ქოცისიც, ნაცისაც, და სხვისიც, ხოდა დაუფიქრდით სანამ გვიან არ არის, არ შეიძლება ყველაფრის გაპრავება და თვალების დახუჭვა, უფსკრულისკენ ნუ მიაქანებთ ქვეყანას, თუ გეზარებათ ნუ წაიკითხავთ, ვეცადე რაც შეიძლება დამეღეჭა რომ ადვილი მისაღები ყოფილიყო ინფორმაცია..
მოკლედ მინდა რაღაც ვთქვა, ვუყურებ ხოლმე ზოგჯერ რუსულ პროპაგანდისტურ გადაცემებს, ვიცი მაგათი მეთოდიკა და როგორ მუშაობენ ზოგადად, და ვეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო დღევანდელი სიტუაცია, რაც არც თუ ისე სახარბიელოა..
პოზნერი რომ ავიღოთ, ის ცდილობდა ვითომ დაბალანსებული ტიპი ყოფილიყო აფხაზურ-ქართულ კონფლიქტში, აი მეო ქართველები მიყავრს, კულტურაო, ხაჩაფურიო და ა.შ (ტიპიური პროპაგანდონი რა), მაგრამ რამდენჯერმე დაუშვა ის შეცდომა რომ პირდაპირი პოზიცია დაასახელა, აფხაზეთიო არ დაბრუნდებაო, მაგრამ მანდ მთავარი გზავნილი ეგ არ იყო
რომ მოუსმინოთ ეგრევე დაინახავთ სავარაუდოთ, ძალიან ხშირად ახსენებს იმას რომ კონფლიქტამდე იყო აფხაზეთში ბევრჯერ, და ხშირად ახსენებს იმას რომ ქართველები თურმე ძალიან ჩაგრავდნენ აფხაზებს, მაიმუნებს ეძახდნენო, სულ კონფლიქტები იყოო და ყველანაირად ჩაგრავდნენო
ამით რათქმაუნდა აპრავებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ამით შუღლს აგდებს აფხაზ-ქართველში, ამყარებს აფხაზურ პროპაგანდას რომ ქართველები ჩაგრავდნენ.კლავდნენ და მაგიტომ ავბუნტდითო
წარმოიდგინეთ ეხლა რიგითი აფსუა რომ მოისმენს ეგეთ რამეს, იმას რაშიც უყვებიან ისედაც, უფრო განტმკიცდება, რომ ჩვენ თურმე ყველანაირად ვჩაგრავდით მათ და ა.შ
ამის მერე ვინც გამოდის და ამ ბებერ ნაბ.. იცავს, მინდა მოგიკითხოთ ყველა.. მაგრამ თავს შევიკავებ
მე მეორე, დღეს მთავარ პროპაგანდისტულ გადაცემაში მოგვიძღვნეს სიუჟეტი, ნუ 2019ის მიტინგსაც შეეხნენ და ა.შ
ეხლა ამ სიუჟეტში რა არის საინტერესო ? ისინი ქოცნების მთავრობას მიიჩნევენ პოზიტიურ და მათთვის კეთილგანწყობილ მთავრობად ?
ეხლა შემოვა ქოცი და იტყვის, ეგო სპეციალურად კეთდებაო რომ ქოცნებაზე ვიფიქროთ რუსეთუმე მთავროაბ არისო მაგრამ ნაცები არიანო რუსეთუმეებიო
მაგრამ გავიწყდებათ თქვენ ერთი რამე, რუსი პროპაგანდა მუშაობს ესე - ისინი შეფარულად არ ასხავენ არავის, ან აქებენ მართლა, ან პირიქით
სომხეთის მთავრობას (რევოლუციამდე ) აქებდნენ? - კი , იყო ეს Mთავრობა პრორუსი? - იყო
რევოლუციის შემდეგ აქებდნენ? - არა , იყო მთლად რუსეთუმე ? - არა
უკრაინის მთავრობას 2014ის მერე - რა ქებაზეა ლარაპაკი , იყო რომელიმე რუსEტუმე ?- არა
ვენესუელას აქებდნენ / სირიას აქებდნენ ? -კი, იყვნენ რუსეთუმეები - კი
ანუ მოდი მაგალითისთვის შევხედოთ, ამ მთავრობებს, თქვენი ლოგიკით პირიქით უნდა ყოფილიყო, მაგრამ არაა
ეხ;ლა რა ხდება, ქოცებს აქებენ რუსები ? - კი , არის რუსეთუმე მთავრობა - ?
და რაც მთავარია ამ სიუჟეტში იყო შემდეგი , ისინი ანტირუსულ გაწნყობას აბრალებენ მხოლოდ რადიკალურ ოპოზიციას ( ვინმეში ხომ არ გეცნობათ? )
ანუ 2008ის მერეო, რადიკალური ოპოზიცია/ ნაციოანლისტებიო არიანო გაბრაზებულებიო და აწყობენო ესეთ მიტინგებსო, ანუ ხვდებით აქ რა გზავნილია ?
ტიპებს გონიათ ( ან უნდათ დააჯერონ მოსახლეობა) რომ, ჩვენთან მარტო ნაცები არიან ანტირუსები და რეალურად ჩვენ გვიყვარს რუსები/რუსეთი, ნუ იქ დასავლეთის ხელშეწყობით რათქმაუნდა ხდება ესეთები და ბლა ბლა ბლა..
ტიპებს არ გონიათ რომ დღევანდელი Mთავრობის პოლიტიკა და პოზიცია ეწინააღმდეგება რუსების ინტერესსებს, არამედ ამბობენ რომ ოპოზიცია უშლის ხელს მარტო რუსეთ-ქართულ ურთიერთობების დალაგებას
აი , ვინმე თუ დარჩით ადეკვატური ქოცები, მითხარით, ეს პროპაგანდისტული გზავნილები, რისთვის არის ? ან რას ხედავთ აქ თქვენ ?
ფიქრობთ რომ მარტო რაღაც რადიკალური ჯგუფებს უნდოდათ პოზნერის და გავრილოვის ქვეყნიდან გაჯმევინება, და სხვა დანარჩენს არ აქვს ამაზე პრობლემა?
რატომ ამბობენ ქოცები და რუსი პროაპგანდისტები ერთი და იგივეს? სულ რომ ქოცნება არ იყოს რუსეთუმე მთავრობა დავუშვათ,
მითხარით, როგორ არის თანხვედრაში ქოცნების და რუსების/პროპაგანდისტების პოზიციები ერთმანეთთან ასე ახლოს ? და რატომ უწონებს პესკოვი, ღარიბაშვილს რაღაცებს, ანუ ეს კარგია და მისაღებია თქვენთვის?
ცოტათი მაინც არ გაეჭვებთ?
თვითონ გადაცემა
-29 წუთზე
In modern war... you will die like a dog for no good reason.