სისხლით ნათესაობისათვის, როცა მერვე თავი შესაძლებელია (განხსნილია)
ქორწინებისათვის და რომელ თავზეა აკრძალული მერვე თავი სისხლით ნათესაობისა ასე იქნება: ერთი ადამიანისაგან რამდენი შვილიც არ უნდა იშვეს, ერთმანეთთან ისინი აღირიცხებიან (ითვლებიან) ორ თავად - ისე როგორც მამაჩემმა მშობა მე და არის ეს ერთი ნათესაობა და ერთი თავი: და შობა ჩემი ძმაც და გახდა ორი ნათესაობა და გახდა ორი თავი. და რამდენი და ან ძმაც დაიბადება ერთმანეთის მიმართ ისინი ორ თავად აღირიცხებიან (ან ითვლებიან).
მაგალითად: მამაჩემმა მშობა მე და არის ნათესაობაც და თავიც ერთი; და მე ვშობე ძე ერთი და მამაჩემისათვის გახდა ორი ნათესაობა. და ჩემმა შვილმაც შობა ძე და გახდა ნათესაობა სამი და თავიც სამი. და ჩემმა შვილის შვილმა შობა კვლავ ძე, რომლითაც გახდა ნათესაობაც და თავიც ოთხი.
მამაჩემმა შობა ჩემი ძმა, რომელიც გახდა ორი ნათესაობა და მამაჩემისთვის კი თავი ერთი, ხოლო ჩემთვის, რომელიც მისი ძმა ვარ, გახდა თავი ორი. ჩემმა ძმამ შობა ძე, ჩემი ძმისწული, რომელიც თავისი მამისათვის არის თავი ერთი, ხოლო ჩემთვის, ვინაიდან მისი ბიძა ვარ, გახდა თავი სამი, ისე როგორც ჩემი შობა ერთი, ჩემი ძმისა ორი და ჩემი ძმისწულისა სამი.
ვშობე მეც ძე და არის ჩემი ძმისწულისა და ჩემი შვილის შობა მეოთხე, კვლავ ჩემმა ძმისწულმა შობა ძე და გახდა ჩემი მამისათვის სამი ნათესაობა და თავიც სამი, ხოლო ჩემთვის, მისი ბიძისთვის გახდა ნათესაობა და თავი ოთხი, ჩემი შვილისთვის თავი მეხუთე, ჩემი შვილიშვილისთვის, რომელიც მისი მეორე ბიძაშვილია, გახდა თავი მეექვსე.
კვლავ შემი ძმისწულის შვილმა შობა ასული, რომელიც არის ჩემი ძმისთვის თავი მესამე და ჩემთვის მეხუთე, ჩემი შვილისთვის მეექვსე, ჩემი შვილიშვილისთვის მეშვიდე, ხოლო ჩემი შვილის შვილის შვილისთვის, რომელიც იქნება მისთვის მესამე ბიძაშვილი, მერვე თავია. მერვე თავისთვის ქორწინება დაუბრკოლებელია.
ვისაც გაინტერესებდათ შეგიძლიათ იცოდეთ აწი