zezva43
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8804
წევრი No.: 230392
რეგისტრ.: 23-March 17
|
#57743032 · 5 Apr 2021, 15:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კახა ბენდუქიძე - კაცი, რომელმაც საქართველო გაყიდა გვესაურება პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინების კავშირის თავმჯდომარე, მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი კალათბურთში მურმან ქურიძე: _ ბატონო მურმან, სანამ საუბარს დავიწყებდეთ, თქვენ ბრძანეთ, ზოგიერთს დღესაც ნაციონალი ვგონივარო. დღეს რას ნიშნავს, `გუშინ~ ნაციონალი იყავით? _ საქმე ისაა, რომ მე 2004 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახლავართ. ნაძალადევის რაიონში ვარ დაბადებული, ჩემი სპორტული კარიერიდან გამომდინარე, ყველა მიცნობდა. ნაციონალებმა ეს მშვენივრად `იყნოსეს~ და ერთ დღეს შემომთავაზეს კიდევაც _ ჩვენი პარტიის სახელით კენჭი იყარეთ ნაძალადევის რაიონშიო. _ ვინ შემოგთავაზათ? _ თვითონ მიხეილ სააკაშვილმა. მე კატეგორიული უარი ვუთხარი და წამოვედი. მანამდე დიდი ოჯახური ტრაგედიები მქონდა გადახდენილი და პოლიტიკაში გარევა არც მინდოდა, მაგრამ ჩემი ნებართვის გარეშე მაინც შემიყვანეს სიაში, თუმცა ეს მოგვიანებით გავიგე, სხვამ მითხრა. ასე მოვხვდი მათი სიით პარლამენტში, მაგრამ `ნაცმოძრაობის~ წევრი არასდროს ვყოფილვარ. _ პარტიის წევრობაზე არ გქონიათ შემოთავაზება სააკაშვილისგან? _ ერთხელ სააკაშვილმა თავის კაბინეტში დამიბარა. გვერდით პატარა დაბალი სუფრა იყო გაშლილი. ვილაპარაკოთო და დავჯექით ამ მაგიდასთან. მიშამ დაიწყო: შენო, სახელოვანი კაცი ხარო, სპორტსმენიო, ხალხი გიცნობსო, შემოდი `ნაცმოძრაობაში~, გახდი ჩვენი პარტიის წევრიო. სხვათა შორის, ქართული ღვინის ფალსიფიკაციის საკითხებში 70 კანონის მიღება პარლამენტში ჩემი ძალისხმევით მოხდა. თუმცა მერე ეს კანონები შეცვალეს და თავის სასარგებლოდ გადააკეთეს გარკვეული ანგარების გამო, მაგრამ ეს სხვა ისტორიაა. ერთ დღეს უმრავლესობის წევრები დაგვიბარეს და გვითხრეს: ეკონომიკის მინისტრს საკითხი გამოაქვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბაქო-ჯეიჰანის ხაზის გაყიდვის თაობაზე და მხარი დავუჭიროთო. მაშინ უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე გახლდათ. მახსოვს, ამბობდნენ, ეს მილსადენი კისერზე გვაწევს და დროზე მოვიშოროთო. ოპოზიციაში უკვე იყვნენ გადასული ლევან გაჩეჩილაძე, დავით გამყრელიძე, დავით საგანელიძე, ამათ ატეხეს აურზაური. შევუერთდი მეც, მივედით ამერიკის საელჩოში და ვუთხარით ელჩს, რომ წინააღმდეგი ვიყავით. ელჩმა, როგორც აღმოჩნდა, გაიგო, რომ რუსებისთვის უნდოდა ეს ხაზი მიეყიდათ ნაცებს და წინააღმდეგი წავიდა ელჩი. ყველაფერი იმას მოწმობდა, რომ ეს ინიციატივა კახა ბენდუქიძეს ეკუთვნოდა. ბენდუქიძე უცებ გამოჩნდა მთავრობაში. ამბობდნენ, სააკაშვილმა მოიწვია, როგორც საუკეთესო ეკონომისტიო. ჩვენ კი ყველამ ვიცოდით, რომ ბენდუქიძე სვერდლოვსკში `ურალმაშის~ ერთ-ერთი მეპატრონე იყო და დიდძალი ფულის პატრონი გახლდათ. ვფიქრობდით: ბიზნესმენი კაცია, საქართველოს წაადგება-თქო, მაგრამ, რომ იტყვიან, თურმე, სად ბანაობ. იყიდებოდა ყველაფერი და ჩვენც პარლამენტის უმრავლესობის წევრებიც კი, ყველაფერს ვიგებდით პოსტ-ფაქტუმ. თვენახევარში გაიყიდა საქართველოში არსებული 30 ჰესი 100 პროცენტიანი წილის მფლობელებზე. მყიდველები გახლდნენ რუსები და ეს მოხდა სწრაფად, თვენახევარში. მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი. სახელმწიფოს საკუთრებას 49 პროცენტზე მეტი წილით არ ყიდიან, რადგან პაკეტი უნდა დარჩეს სახელმწიფოს მფლობელობაში. ახლა რომ ამბობენ, დენის იმპორტი გვაქვს რუსეთიდანო. ეს, ბატონო, გახლავთ ჩვენი, ჟინვალის ჰესის პროდუქტი და ადევს მფლობელის, ანუ რუსეთის ფასი. დღეს ვაი ნაციონალები იმას გვაყვედრან, ჩვენი მმართველობისას ბიუჯეტი გაიზარდაო. გაიზარდა, მაგრამ რის ხარჯზე? 30 ჰესი გაიყიდა, ბიუჯეტში, ალბათ, ჩაიდო ორი ჰესის თანხა, დანარჩენი თვითონ დაისაკუთრეს. _ ბენდუქიძე ახსენეთ ზემოთ და მას ეკუთვნის გამონათქვამი _ იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდაო. _ ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ _ ბენდუქიძეს სინდისი გაყიდული ჰქონდა, როგორც ჩანს და რაღას გაყიდდა, რაც აღარ ჰქონდა?! ცოტა ხნის წინ რუსულ პრესაში რუსეთში მოღვაწე, რუსეთის მტერი ოლიგარქების სია და მათი მდგომარეობის ჩამონათვალი გამოქვეყნდა. ზოგზე წერია, რომ არის ციხეში, ზოგი _ სხვა ქვეყნის სამსახურში, ქართველებიდან მხოლოდ ბენდუქიძე არის ნახსენები, ასეთი დახასიათებით: გამოქცეული ოლიგარქი. იქაც საეჭვო რეპუტაციის ხალხის სიაშია მოხვედრილი კახა ბენდუქიძე. სხვათა შორის, ვაინაციონალები ტერიტორიებსაც ჰყიდდა რუსებზე. როგორც ამბობენ, ასე გაიყიდა კოდორის ხეობა, 150 სოფელი სამაჩაბლოში, სადაც მერე ომის ინსცენირება მოაწყვეს, რომ ეს ყიდვა-გაყიდვა მიეჩქმალათ და გადაეფარათ. მინდა მოვესწრო, გაირკვეს რატომ და ვინ დაიწყო აგვისტოს ომი. ეხლაც გაოგნებული ვარ _ ომი მიდიოდა ცხინვალში და ჩვენ, პარლამენტის წევრებმა, არაფერი არ ვიცოდით. _ პარლამენტის თავმჯდომარეს ვერ ჰკითხეთ _ რა ხდებოდა? _ მე _ ნინო ბურჯანაძის გუნდში არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მასზე კარგი წარმოდგენა მქონდა. პარლამენტის მე 7 მოწვევის არჩევნების წინ, სააკაშვილსა და ბურჯანაძეს შორის საბოლოოდ გაფუჭდა ურთიერთობა, რაც ბურჯანაძის მიერ წარდგენილ სიებს უკავშირდებოდა. მაშინ მე გვერდით დავუდექი მას, მაგრამ რაც ახლა მოხდა, ვაინაციონალებს და გამყიდველებს რომ დაუჯდა მაგიდასთან, ეს ძალიან არ მომეწონა. რა მიიღო ბურჯანაძემ ამით? _ არაფერი, პირიქით, ჩემი აზრით, ქულები დაკარგა. მერე მიადგნენ ქართულ სოფელს. ერთ მშვენიერ დღეს ბენდუქიძემ `განაცხადა~: საქართველოს სოფლის მეურნეობა არაკონკურენტუნარიანიაო, თავსმოხვეულია მეჩაიეობა და მეღვინეობაო. მაშინ, როცა მეღვინეობა საქართველოში 8000 წელს ითვლის. მოგეხსენებათ, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები ფინანსურად ექვემდებარებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კვლევების კუთხით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას. ბენდუქიძემ ყველა ინსტიტუტი ძალად მიუერთა აგრარულ უნივერსიტეტს. სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, ყველას, ჰქონდათ ექსპერიმენტალური ბაზები საქართველოს რეგიონებში. მაგალითად, თელავში გვქონდა უზარმაზარი ექსპერიმენტული ბაზა დიდი შენობით, შესაბამისი კოლექტივით, ასევე, გორში, იმერეთში, აჭარაში, თავისი საცდელ-ექსპერიმენტული ნაკვეთებით. ჰექტრობით მიწებს ვამუშავებდით, ვატარებდით ცდებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, ხილზე, სხვადასხვა ჯიშის მცენარეებზე და ა.შ. საქართველოში 28 კატეგორიის სხვადასხვა ნიადაგია და ყველას თავისებური მოვლა სჭირდება. ჩვენ ვმუშაობდით, მაგრამ ბენდუქიძემ ერთი ხელის დაკვრით გააუქმა ნიადაგმცოდნეობის ინსტიტუტი, მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი და სხვები. ამ ინსტიტუტების შენობები თავისი ინვენტარით, ლაბორატორიები თავისი აღჭურვილობით, გაყიდა. ჩვენი ინსტიტუტი, ყველაზე უხეში დათვლით, 200 მლნ. ღირდა, წარმოიდგინეთ, 14 ასეთი ინსტიტუტი შეისყიდა ისე, რომ ტენდერიც არ გამოუცხადებიათ. ჩვენს ინსტიტუტს ჰქონდა უნიკალური ბიბლიოთეკა. ასევე ჰქონდა ყველა კვლევით ინსტიტუტს, კვლევების არქივები, რომლებიც დაყარეს სატვირთო მანქანებზე და აგრარული უნივერსიტეტის დერეფანში დაახვავეს. მივდიოდით და მიგვქონდა წიგნები, რომ გადაგვერჩინა, მაგრამ რამდენი უნდა წაგვეღო. ძნელი იყო გარჩევა, გადარჩენა, შენახვა. რამდენიმე უნიკალური ნაშრომი და სახელმძღვანელო გარდაცვლილი მეცნიერ-მკვლევარების ოჯახებს ვთხოვეთ და იქედან წამოვიღეთ. სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს დავით კირვალიძეს, რომელიც ახლა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახლავთ, ბოლო შეხვედრისას ვთხოვე, ერთ შენობაში სადმე გავერთიანდებით ეს საკვლევი ინსტიტუტები-მეთქი. მიმითითეს ბენდუქიძისკენ. შევხვდი მას. ბენდუქიძესთან ინსტიტუტის კანცლერი დამხვდა. მას ვთხოვე: 46 ქვეყანაა მსოფლიოში, რომლებიც ღვინის მწარმოებლები არიან, ყველა ქვეყანას აქვს თუნდაც ერთი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ვაზისა და ღვინის სამშობლო ვართ, ნუ დაანგრევთ ამას-მეთქი. დამიწყო უზრდელურად ლაპარაკი. ვეღარ მოვითმინე და წამოვავლე სკამს ხელი, მეცა კანცლერი, ხელი დამიჭირა, თორემ თავში ვარტყამდი იმ სკამს. სკამი გამომართვეს, მაგრამ სახეში მივარტყი ხელი, 20 პოლიციელი შემოვარდა, სად იყო ამდენი პოლიციელი ისე უცებ, არ ვიცი. ბენდუქიძემ უთხრა: გადით, ჩვენ თვითონ მოვრიგდებითო, და ასე მიწყნარდა ინციდენტი. კახა ბენდუქიძემ 6 მილიონ ლარად შეისყიდა აგრარული უნიოვერსიტეტი და 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი თავისი ექსპერიმენტული ბაზებით, სანერგეებით და ფერმებით, მაგრამ, საბოლოოდ, მგონი, ისიც არ გადაუხდია. სააკაშვილის ბრძანებით, მას 24 თვით გადაუვადეს შესასყიდი თანხის გადახდა. 24 თვის თავზე ბენდუქიძემ 4 მლნ. ლარი გადაიხადა, მაშინ, როცა პატარა ნაკვეთი რომ გაყიდა თავისი სახელობის ინსტიტუტის გარშემო, ცეცხლის ფასად მიჰყიდა მყიდველს. ინსტიტუტში ჩვენ გვქონდა მასპექტრომეტრი, უნიკალური აპარატურა, რომლითაც შესაძლებელია ყველა კომპონენტის გაზომვა. მასპექტრომეტრს განმარტებაში ეწერა, რომ გადატანის შემთხვევაში, შეფუთული უნდა ყოფილიყო. ბენდუქიძის დავალებით, ინსტიტუტის გაყიდვის შემდეგ აიღეს ეს აპარატი, გამოაგორეს, ჩაარახრახეს კიბეებზე დააგდეს მანქანაზე და წაიღეს გაურკვეველი მიმართულებით. ასე მოექცნენ ყველა უნიკალურ საკვლევ აპარატურას. ზემოთაც გითხარით, საექსპერიმენტო მიწებზე და აქაც გავიხსენებ: ჩვენს ინსტიტუტს, მაგალითად, კახეთში, ექსპერიმენტული კვლევებისთვის, სახელმწიფოსგან გამოყოფილი ჰქონდა, 28 ჰა მიწის ნაკვეთი. იქ გაშენებული იყო ისეთი ჯიშის მცენარეები, რომლებიც კახეთის მიწისა და ჰავისთვის ტიპიური იყო, იქვე ფუნქციონირებდა ლაბორატორია და რაც მთავარია, იქ იყო უნიკალური ენოთეკა. ამ ენოთეკაში ინახებოდა უძველესი ღვინოები, რომლებიც, ალბათ, თითოეული ბოთლი, მილიონების ღირებულების იყო. ასეთივე ნაკვეთები გვქონდა ქართლში, გორთან ახლოს, იმერეთში, ზესტაფონის სიახლოვეს. ინსტიტუტს ბაზებშიც ჰქონდა ისტორიული ღვინოები, მუშაობდნენ ვაზის ჯიშების კვლევაზე და განვითარებაზე. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადრე კოსტავას ქუჩაზე მდებარეობდა, იქ იყო `სამტრესტიც~. ისე გაყიდეს იქაურობა, არავის არაფერს შეეკითხნენ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში შეიჭრნენ და ეს ინსტიტუტები პატარა შენობაში გადაიტანეს, სადაც საპატრულო იყო. მივიდნენ და ინვენტარი სულ ფანჯრებიდან გადმოუყარეს. იქვე იყო საოცარი მარანი. ამბავი მომიტანეს _ იმდროინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მამა ტრაბახობს: მე ვყიდულობ მარანს და მთელ შენობას და მთავრობის სხდომის შეკრებებს ჩემთან ჩავატარებო. თანამოაზრეებთან ერთად მივიკითხ-მოვიკითხეთ და მართლაც ასე იყო თურმე განზრახული. ბევრი ვიომეთ და გადავარჩინეთ ეს შენობა. ახლა იქ ღვინის ეროვნული სააგენტოა განთავსებული. ყველაფერმა ამან ჩემს გულში და ჩემს თვალწინ ჩაიარა. ვინ იცის, რამდენი ნერვიულობა გადავიტანე. რომ ვყვიროდი: რატომ აკეთებთ ამას, გამორჩეული ქვეყანა ვართ, ნუ მოსპობთ ყოველივე ამას-მეთქი, მპასუხობდნენ.: ახალ სამინისტროში შევქმნით ჯგუფსო. იმდენი ვიბრძოლეთ, რომ რაღაც ნაშთები მაინც დარჩა, თორემ საერთოდ გაუქმება უნდოდათ ღვინის ისტორიის ისე, როგორც საერთოდ, ჩვენი ქვეყნის წარსულის. ბენდუქიძემ შაჰ აბასზე დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს სოფლის მეურნეობას. _ მერე ბენდუქიძემ ხომ შექმნა აგრარული უნივერსიტეტი `კემპუსი~? _ გასაგებია, მაგრამ თუ არ არსებობს რაიმე ბაზა, არქივი, წინაპირობები, რა აზრი აქვს რაიმე სახის მუშაობას. ეს უნივერსიტეტი ზრდის, ვთქვათ, აგრონომს, მელიორატორს, ან ზოოვეტერინარს? _ არა და ვერც გაზრდიან. შეუძლებელია ცარიელი ფურცლიდან ასეთი საქმის დაწყება. დაშლილია ყველა სტრუქტურა, ორგანიზაცია, ბაზა, არქივი, კვლევა. _ ბენდუქიძემ იყიდა ყველაფერი, მაგრამ რად უნდოდა, რა უყო ამდენ შესყიდულ ობიექტს? _ ბენდუქიძემ კი იყიდა, მაგრამ მერე გაყიდა ყველაფერი. ბევრ ადგილას დღეს ბინათმშენებლობები მიმდინარეობს და ვინ ყიდულობს ამ მიწებს ბინათმშენებლობებისთვის და ვინ სახლდება იმ სახლებში, ყველას კარგად მოეხსენება. უცხოელები აშენებენ და ყიდულობენ, ძირითადად, ბინებს და სახლებს. _ თქვენ და სხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებმა, სამართალდამცავ სტრუქტურებს არ მიმართეთ უკანონო ყიდვა-გაყიდვის თაობაზე? _ ჩვენ ვჩიოდით, რომ არასწორად და კანონდარღვევით მიმდინარეობდა ე.წ. პრივატიზაციის პროცესები. რაკი იყიდებოდა, წესით, ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო, ეგებ ჩვენ, თანამშრომლები ვყიდულობდით, მაგალითად, ჩვენს ინსტიტუტს. მაგრამ არავინ არაფერს გვეკითხებოდა, ასე ერთი ხელის დაკვრით იყიდებოდა ყველაფერი. სანამ ბენდუქიძე ცოცხალი იყო, საქართველოში ის იყო ეკონომიკის მინისტრიც, სოფლის მეურნეობის მინისტრიც, ფინანსთა მინისტრიც და ყველაფერიც. _ მაგრამ ხომ ჩიოდით, ხომ იჩივლეთ?! _ დაიბარეს პროკურატურაში ბენდუქიძე. 9 საათი მიმდინარეობდა დაკითხვები. საღამოს გამოვიდა `რუსთავი 2~-ზე გაღიმებული სახით და თქვა: დამკითხეს შესყიდვებთან დაკავშირებით და კმაყოფილი ვარ, რომ პროკურატურას ყველაფერი მოვახსენეო. მეორე დილით პირველივე თვითმფრინავში ჩაჯდა და გაიქცა საქართველოდან. მშვენივრად მიხვდა, რომ ოთხ კედელში ამოაყოფინებდნენ თავს. ამბობენ, ინგლისში ბენდუქიძე მოკლესო. როგორც მე ვიცი, სანამ ინგლისში გაიქცეოდა, ბენდუქიძეს ყველაფერი `დაამღერებინეს~. ამიტომ მოიშორეს ისე, როგორც პატარკაციშვილი მოკლეს _ ჯანმრთელი და საღსალამათი კაცი. ჩემი აზრით, ბენდუქიძე მოაკვლევინეს სახელმწიფო დანაშაულებების დამალვის მიზნით, ხოლო მის მიერ მიცემული ჩვენებების ტომეულებს, ალბათ, სქელი მტვრის ფენა ადევს...
--------------------
https://www.youtube.com/watch?v=wnLUbOTIObw https://www.youtube.com/watch?v=LKRFKP2unSE „ახლავე მზად ვარ გავხდე კომუნისტი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სტალინად გამხდიან“. ფიდელ კასტრო და რაც არ უნდა მოხდეს ამერიკა უნდა დაინგრეს! ვ.ი ზეზვა უფროსი
|