
დეველოპერი: Arrowhead Game Studios
გამომცემი: PlayStation Publishing LLC
გამოსვლის თარიღი: 8 თებერვალი 2024
აღწერა: The Galaxy’s Last Line of Offence. Enlist in the Helldivers and join the fight for freedom across a hostile galaxy in a fast, frantic, and ferocious third-person shooter.
სამწუხაროდ ამ თამაშის შეძენა 2024 წლის მაისის შემდეგ ჩვენს რეგიონში და კიდევ მრავალში სტიმის საშუალებით აღარ არის შესაძლებელი. დიდი ამბები იყო სონიმ რომ მოითხოვა თავის გამოცემულ ონლაინ თამაშებზე ფლეისთეიშენის აქაუნთის შექმნა. ამას მოყვა რევიუ ბომბინგი და სტიმზე ჩვენი რეგიონიდან და კიდევ ბევრი სხვა რეგიონიდან ამოიღეს ეს თამაში გაყიდვიდან. ამხელა რეაქცია იმიტომ მოყვა რომ წინასწარ არ იყო ეს ინფორმაცია მოთამაშეებთან შეთანხმებული და ბევრს არ სურდა დამატებით ფლეისთეიშენის აქაუნთიშ შექმნა რომლის გარეშეც ისედაც თამაშობდნენ, დამატებით უსაფრთხოების რისკს წარმოადგენდა (წელიწადში რამდენჯერმა ტეხავენ სონის მონაცემთა ბაზებს) და ბევრ რეგიონში არ შეგეძლო ფლეისთეიშენის აქაუნთის შექმნა, ან კონსოლის ყიდვა იყო საჭირო რომ ლეგალურად შეგექმნა აქაუნთი (მაგალითად საქართველოში და უკრაინაში). რამდენიმე თვის წინ რამდენიმე რეგიონში დაემატა მაგრამ ჩვენს რეგიონზე არაფერი ისმის. თუ მანამდე იყიდიდით სტიმზე ახლაც უპრობლემოდ ითამაშებთ, ფლეისთეიშენზე თავისუფლად არის შესაძლებელი ყიდვა და თამაში. აქვს ქროსფლეი სტიმსა და ფლეისთეიშენს შორის. იქსბოქსზე არ გამოსულა და დიდი ალბათობით არც არის გეგმაში ჯერჯერობით. ქროს პროგრესია (სტიმზეც და ფლეისთეიშენზეც რომ ერთი აქაუნთით ითამაშო) არ აქვს.
ისტორიისა და გეიმფლეის მიმოხილვას ქვემოთ გავაკეთებ
* * *
თამაშებამდე ისტორია:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სუპერ დედამიწის ფედერაცია, ხშირად ნახსენები როგორც სუპერ დედამიწა, ყველაზე დიდი ფრაქცია ირმის ნახტომში, შედგემა 259 პლანეტისგან რომლებიც დაჯგუფებულია 55 სექტორად. სუპერ დდედამიწა მიყვება მართვადი დემოკრატიის წყობილებას: მოქალაქეები ავსებენ ფორმას, რომლის მიხედვითაც კომპიტერული ალგორითმი მიიღებს პასუხებს და გამოითვლის თუ სინამდვილეში ვისთვის გსურთ ხმის მიცემა.
ბოლო დიდი ომი, მაშტაბური კონფლიქტი რომელმაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უმეტესი ნაწილი დაუსახლებელ მიწად აქცია. ზუსტი თარიღი უცნობია მაგრამ ვიცით რომ ის მე20 საუკუნის ბოლოს ან 21ე საუკუნის დასაწყისში მოხდა. ითვლება რომ კონფლიქტში გამოიეყენს ატომური იარაღი რამაც გამოიწვია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს განადგურება. ომის სავარაუდო მონაწილეები იყვნენ აშშ, გაერთიანებული სამეფო, რუსეთი და ჩინეთი. რუსეთის უმეტესი ნაწილი განადგურდა, ასევე განადგურდა მთლიანი გაერთიანებული სამეფო, კანადის, ალასკის, გრენლანდიისა და ციმბირის ნაწილები. მიუხედავად სავარაუდო ზიანისა, აშშ-სა და ჩინეთის ტერიტორიებზე ომის ნაკვალევი არ აღინიშნება.
ომის შემდეგ გამოწვეული აურზაურის და განადგურების დროს გაჩნდა იდეა რომ შექმნილიყო გლობალური მთავრობა, რასაც მოყვა სუპერ დედამიწის ფედერაციისა და მართვადი დემოკრატიის შექმნა.
თამაშის პირველ ნაწილში განვითარებული მოვლენები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2040იან წლებში კაცობრიობამ შეძლო სინათლის სიჩარის მქონე გადაადგილების გამოყენება რათა გავსულიყავით სხვა ვარსკვლავურ სისტემაში. ჩვენ შევხვდით ორ გონიერ უცხოპლანეტურ სახეობას: მწერებს (ტერმინიდები) და ილუმინატები. პირველი კონტაქტი არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა რის შემდეგაც ფედერაციამ განაცხადა, რომ ტერმინიდების უმეთვალყურეოდ დატოვება სახიფათო იყო რადგან სწრაფად ვრცელდებოდნენ, გარდა ამისა მათი სხეულის ხრწნის შედეგად გამოიყოფოდა ელემენტი-710 (სინათლის სიჩქარით გადაადგილებისთვის საჭირო საწვავი ელემენტი), ხოლო ილუმინატებს გააჩნდათ მასიური განადგურების იარაღები, რაც ფედერაციის თვალში წარმოადგენდა უცხო რასის მიერ შემოთავაზებული მშვიდობის პირობების დარღვევას და ამართლებდა პრევენციულ შეტევას მათზე. დროთა განმავლობაში მესამე ფრონტიც გაიხსნა კიბორგებთან, სოციალისტები რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მართვად დემოკრატიას და ამის გამო ფედერაციამ შორეულ დაუსახლებელ ყინულის პლანეტაზე, კიბერსტანზე გააძევა. კიბერსტანზე კიბორგებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და დაიწყეს თავიანთი სხეულის ნაწილების რობოტული ნაწილებით ჩანაცვლება რათა განსხვავებულები ყოფილყვნენ კაცობრიობისგან. ფედერაციამ მას შემდეგ გამოაცხადა ომი კიბორგებთან რაც კიბერმოდიფიცირებულმა კაცმა ტერორისტული აქტით 8 სუპერ დედამიწის მოქალაქე მოკლა ბომბის აფეთქების შედეგად.
პირველი გალაქტიკური ომი დაახლოებით 40 წელს გაგრძელდა, რის დროსაც ფედერაციამ გამოიყენა საკუთარი ელიტარული სამხედრო დანაყოფი Helldivers. ომი 2084 წელს დასრულდა, ტერმინიდები ფერმებში გადაანაწილეს სადაც მათი შეკავება, მეთვალყურეობა, გამრავლება და ელემენტ-710ის გამომუშავება მარტივი იქნებოდა. კიბორგებს მიეცათ სტაბილური სამუშაო კიბერსტანის მაღაროებში, ხოლო ილუმინატები გალაქტიკიდან გავაძევეთ.FTL(Faster Than Light) ტექნოლოგია რომელიც ილუმინატებისგან განვათავისუფლეთ გამოყენებულ იქნა გალაქტიკის უფრო სწრაფად კოლონიზირებისთვის. სიმშვიდის პერიოდი ერთ საუკუნეს გაგრძელდა რომელსაც დიდი დემოკრატიზაცია ეწოდა.
თამაშის მეორე ნაწილში განვითარებული და მიმდინარე მოვლენები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2184 წლის 8 თებერვალს მოხდა ერთდროული ორი შეტევა ფედერაციის წინააღმდეგ. აღმოსავლეთით ტერმინიდებმა შეძლეს ფერმებიდან გამოღწევა და კოლონიებში აურზაური შექმნეს. ჩრდილო დასავლეთიდან კი ავტომატონებმა, კიბორგთა შთამომავლები რომლებიც სრულიად რობოტული ქმნილებები არიან, სევერინის სექტორი დაიკავეს. ავტომატონების მთავარი მიზანი - კიბერსტანის დაბრუნება და დამოუკიდებლობა ფედერაციისგან, ხოლო მოგვიანებით სუპერ დედამიწის განადგურება. ომი ერთ წელზე მეტია რაც მიმდინარეობს, ავტომატონები დაეუფლნენ კიბერსტანს, ტერმინიდების საკონტროლო სისტემამ კრახი განიცადა რასაც მერიდიას პლანეტაზე ტერმინიდების სუპერკოლონიის შექმნა მოყვა, რომლის გასანადგურებლადაც ფედერაციამ და მისმა მოქალაქეებმა მსხვერპლად გაიღეს მერიდიის პლანეტა და იგი 2184 წლის 2 ივნისს შავი ხვრელის მაგვარ სინგულარობად გადავაქციეთ.გარდა ამისა, გაურკვეველი სპორების ღრუბელი, რომელიც ტერმინიდების ტერიტორიის ნაწილზე სუფებს და ეწოდება "The Gloom" (სიბნელე, ბინდი), სისტემას სიტემაზე შთანთქავს და დედამიწისკენ მოიწევს.
ამ ყველაფრის ფონზე მოხდა ის რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო, 2184 წლის 12 დეკემბერს კალიფსოზე გამოჩნდნენ მტრები რომლებიც გვეგონა რომ აღარ არსებოდნენ, ილუმინატები. ბრძოლა სამ დღეს გაგრძელდა, ილუმინატების პირველი შეტევა დავამარცხეთ მაგრამ მათი შეჩერება ვერ შევძელით. ისინი ჩვენგან უცნობ ტექნოლოგიას იყენებდნენ და არსაიდან ესხმოდნენ თავს კოლონიებს, ასევე უცნობი ტექნოლოგიის გამოყენებით მათ დაიწყეს მერიდიის სინგულარობის ამოძრავება დედამიწის მიმართულებით და განზრახული ჰქონდათ დედამიწის განადგურება. ილუმინატების ამ კამპანიას და მერიდიას სინგულარობას სამი პლანეტა ემსხვერპლა: ეინჯელს ვენჩური (Angel's Venture), მორადეში (Moradesh) ხოლო უკანასკნელი აივისი (Ivis). ჰელდაივერებმა შეძლეს და სინგულარობის მოძრაობა საბოლოოს 2185 წლის 29 აპრილს შეაჩერეს. 13 მაისს ილუმინატების "დიდი ჰოსტი" ("Great Host"), გიგანტური თავდახსმის ფლოტი, მერიდიას ჭიის ხვრელიდან (wormhole) გამოვიდა და დედამიწისკენ დაიძრა.
* * *
თამაშის აღწერა:ეკონომიკა, ანუ რა რესურსებს აგროვებთ:
რეკვიზიცია - ძირითადი ვალუტა. მარტივად შეგროვებადი, საჭიროა უფასო სტრატეგემების გასახსნელად, მოდულების გასაძლიერებლად. იარაღის მოდიფიკაციებისა და კამოების გასახსნელად. გეძლევა მისიის წარმატებით შესრულების შემდეგ.
ნიმუშები - მისიის დროს შეგხვდებათ და საჭიროა რომ მისიის ბოლოს გემზე ამოიტანოთ. საჭიროა გემის მოდულების გასაძლიერებლად.
მედლები - საჭიროა ვარბონდში ნივთების გასახსნელად. ყოველი წარმატებული მისიის შემდეგ გეძლევა წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით.
სუპერ კრედიტი - პრემიუმ ვალუტა, შესაძლებელია ნამდვილი ფულით შეძენა, ასევე შეიძლება შეგვხვდეს მისიებზე პატარა რაოდენობით. გამოიყენება ვარბონდის(აღწერილია ქვემოთ) ან სუპერ მაღაზიაში აბჯრის, იარაღის და სხვადასხვა ნივთების შესაძენად.
დიდ გალაქტიკურ რუკაზე ყველა მოთამაშე ებრძვის სამ სხვადასხვა ფრაქციას. ირჩევ სექტორს და იმ სექტორში არსებულ პლანეტას. პლანეტაზე ირჩევ ოპერაციას, რომელიც ერთი ან რამდენიმე მისიისგან შედგება(დამოკიდებულია ოპერაციის სირთულეზე). თითოეულ მისიისთვის ირჩევ შეიარაღებას და ორბიტიდან პოდის მეშვეობით შენ და კიდევ მაქსიმუმ 3-მდე სხვა მოთამაშე ეცემით პლანეტაზე. თითოეული მისია მაქსიმუმ 40 ან 15 წუთი გრძელდება. გაქვთ ერთი მთავარი დავალება და რამდენიმე მეორად დავალება რომლებიც შეგიძლიათ დამატებით შეასრულოთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თავიდანვე არ ჩანს და მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება როცა მის სიახლოვეს მიხვალთ. პლანეტაზე მისიის შესრულების დროს წააწყდებით ბიოლოგიურ ნიმუშებს (samples), ბუნკერებს ან კონტეინერებს რომლებშიც შეიძლება იარარი, ნიმუში, მედალი, სუპერ კრედიტი ანდ რეკვიზიცია იპოვოთ. მთავარი დავალების შესრულების შემდეგ მიდიხართ გასვლის ზონაში სადაც იძახებთ ტრანსპორტს რომელიც რაღაც დროის შემდეგ მითითებულ ადგილას და მასში შესვლის შემდეგ დაბრუნდებით მთავარ გემზე. მისიის წარმატებით შესასრულებლად არაა საჭირო რომ გემზე დაბრუნდეთ, თუ მთავარ დავალებას შეასრულებთ ხოლო ყველა მოთამაშე დაიღუპება და გამოძახებებიც აღარ გექნებათ მისია ითვლება შესრულებულად მაგრამ უფრო ნაკლებ რეკვიზიციას და XP-ს მიიღებთ. ანალოგიურად მეორადი მისიების არ შესრულების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ნაკლებ რეკვიზიციას და XP-ს.
ნაშოვნი რესურსებითა და ბიოლოგიური ნიმუშებით თქვენ ხსნით ახალ შეიარაღებას რომლის გამოყენებასაც შეძლებთ შემდეგივე მისიაზე. თამაში იყენებს ვარბონდების სისტემას, რომელიც გავს ბათლპასის სისტემას მაგრამ FOMO-ს (Fear Of Missing Out - გამოტოვების შიში) არ იყენებს. ამ დრომდე რა ვარბონდიც გამოსულა ყველა რჩება თამაშში და მათი ყიდვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ვარბონდის შესაძენად საჭიროა პრემიუმ ვალუტა (10$-ის ღირებულება). ყველა ვარბონდი ეძღვნება თემატიკას და მასში არის სხვადასხვა იარაღები, სტრატეგემები, ჩაცმულობა, პერკები და აშ.
ყოველი შესრულებული ოპერაციის შემდეგ ითვლება ქულა რომელიც მიემატება პლანეტის განთავისუფლების საერთო ქულას.(მომავალში იგეგმება სისტემის განახლება) ნუ შეიძლება დაგაინტერესოთ რა განთავისუფლების ქულა, ისტორიაში რომ წერია განვითარებული და მიმდინარე რას ნიშნავს, ახლავე აგიხსნით: თამაშში არის ძალიან დიდი რუკა რომელიც 260მდე პლანეტას მოიცავს. მასზე მიმდინარეობს ომი სუპერ დედამიწასა და 3 სხვა ფრაქციას შორის. ცოცხალი ფრონტია, ანუ დღითიდღე იცვლება "საზღვრები" და ეს ყველაფერი დამოკიდებულია მოთამაშეებზე. თუ მოთამაშეები პლანეტაზე საკმარისი რაოდენობის ოპერაციებს შეასრულებენ მაშინ პლანეტა გადადის ფედერაციის დაქვემდებარების ქვეშ და მაგ პლანეტიდან სხვა მიმდინარე პლანეტებზე გვეხსნება გზა. ისტორიაში რაც წერია მეორე თამაშის აბზაცში ეგ არ არის უბრალოდ ფურცელზე დაწერილი თარიღები და მოვლენები, 2184 წლის 2 ივნისს (2024 წლის 2 ივნისს) მეც ვასრულებდი მისიებს მერიდიას პლანეტაზე და მეც მივიღე მონაწილეობა მის შავ ხვრელად ქცევაში, 2184 წლის 12 დეკემბერს (2024 წლის 12 დეკემბერს, თამაშის აფდეითი გამოვიდა) მეც ვიბრძვოდი კალიფსოზე, 2185 წლის 13 მაისს (2025 13 მაისს) ლაივში ვუყურებდი შავი ხვრელიდან როგორ გამოვიდა ილუმინატების ფლოტი. 2024-ის ივნისში არჩევანი გვქონდა, მივიღეთ ბრძანება რომ ან უნდა გადაგვერჩინა პლანეტა რომელზეც ავადმყოფი ბავშვების კლინიკები იყო, ან გადაგვერჩინა პლანეტა რომელსაც თუ გადავარჩენდით ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს მოგვცემდა, თითქმის ყველამ ოპერაციების შესრულება პირველ პლანეტაზე დაიწყო ბავშვების გადასარჩენად. ჩვენ შევძელით პლანეტის დაცვა და საპასუხოდ დეველოპერმა სტუდიომ Arrowhead-მა გააკეთა დონაცია ბავშვების გადასარჩენ ფონდში.
ნუ ამით იმის თქმა მინდოდა რომ ეს მხოლოდ Co-op შუთერი არაა, უფრო მეტია ვიდრე უბრალო შუთერი და უფრო მეტი იდენტობა გააჩნია. ერთერთი დიდი მოვლენა იყო 2024 წელს ამ თამაშის გამოსვლა რომელმიც თითქოს არსაიდან გამოჩნდა, ჰქონდა იდენტობა და ცადა რაღაც ახლისა და ინოვაციურის გაკეთება რაც ჩემი აზრით გამოუვიდა. გამიკვირდა რომ არ იყო ამ თამაშზე თემა გახსნილი ამიტომაც გადავწყვიტე მე გამეხსნა.
This post has been edited by Sh4de on 18 May 2025, 03:59