ახლა, ბატონი გამყურელიძე რომ ბატონი ედუარდის მინისტრი რომ იყო, ვიცოდი,
ნიჭიერი ბიზნესმენის მამაც რომ იყო, ესეც ვიცოდი.
შარლატანი რომ იყო, რაღაცნაირად არ გამოვრიცხავდი, მაგრამ, კომუნისტიცო, სიმონ!

აი ასეთი რეაქცია მქონდა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
აფერისტიაო.
მოგვატყუაო.
65 მილიონი ტუფტაზე გაფლანგაო.
ვაქცინების შემოტანა ჩააგდოო.
დიდი არეფერია, სინამდვილეში, ანალოგიურს უპრობლემოდ ვიტყვით თითქმის ყველა მინისტრზე და დაჟე პრემიერ მინისტრ გახარიაზეც.


“ეს კაცი არის საბჭოთა ნომენკლატურის ტიპური წარმომადგენელი, კომუნისტა შარლატანი და, ამავე დროს, დამნაშავე. რატომ დამნაშავე? იმიტომ რომ შარშან
მან ხელი მოაწერა კორონასთან ქუჩების შამპუნით მორეცხვით „ბრძოლას“ და ამაში დიდი ფულის გადაყრას. იმიტომ რომ
მან ხელი მოაწერა 65 მილიონი ლარის კორუფციულ სამოგზაურო კარანტინში გადაყრას იმის მაგივრად, რომ ამ ფულით წინასწარ დაგვებევებინა ვაქცინა”,- წერს კანდელაკი.
მისივე თქმით, გამყრელიძე იყო ქართული ოცნების მიერ პანდემიის ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი მედროშე და “მათ პარტიულ შეკრებებზეც ხელებს იტყავებდა ტაშის კვრით”.
“დიდი რიხით
გვპირდებოდა საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ვაქცინაცია დაიწყებაო და აღმოჩნდა პირიქით და მილიონ მოსახლეზე გინდ გარდაცვლილთა და გინდ ინფიცირებულთა რაოდენობით აღმოვჩნდით ძალიან ცუდ პოზიციებზე”,- წერს ის Facebook-ზე.
კანდელაკი აღნიშნავს, რომ “ამ ჩაფლავებაზე” პასუხს აგებს “მეორე შარლატანი მუშკეტერიც”
“
მეორე შარლატანმა მუშკეტერმა თქვა ისრაელი იმიტომაა ასე წინ რომ მაგათი მინისტრი „ფაიზერის“ მისაღებში ათენებდა და აღამებდაო. მერედა ვინ დაგიშალათ, რომ იგივე გექნათ? ან ვის დაენანებოდა ასეთ ლობირებაზე და მივლინებაზე დახარჯული ფული? არავის! ეს რომ გექნათ, ახლა ვაქცინაციაში ავღანეთზე ბევრად ჩამორჩენილები არ ვიქნებოდით. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და თქვენს მიერ ხელმოწერილი გაფლანგული ფულით ძალიან ადვილად შეიძლებოდა იმ რაოდენობის ადამიანების აცრა, რომ ახლა ისევ ჩასაკეტად ნამდვილად არ გაგვეხადა საქმე. რეჟიმის შემდეგ ამ ჩაფლავებაზე პასუხს პირველ რიგში თქვენ აგებთ”,- წერს გიორგი კანდელაკი.
წყარუნჩიკიიტოგში, ნაცები ჯერ ხელისუფლებაში არ დაბრუნდნენ და კრისტალ ადამიანებს უკვე ემუქრებიან!
წარმოიდგინეთ, მერე რა მოხდება, რომ დაბრუნდებიან!