ჯაფარას მოყოლილია მაგრამ ემთხვევა ვაშაძის ვერსიასაც და ქოცების საჯაროდ გაკეთებულ კომენტარებსაც:
დანიელსონს უნდოდა პროგრესის ფაქტის დაფიქსირება, ის მაინც, რომ 3 პუნქტზე არის შეთანხმება. კი იყო ნათქვამი რომ ან ყველაფერს ვაწერთ ხელს ან არაფერს, მაგრამ იმ ფაქტის დაფიქსირება მაინც უნდოდა, რომ 3 პუნქტზე მაინც ვთანხმდებით.
ჯაფარამ, ეს სამი პუნქტი მეკიდაო, ასეთი ფორმით არანაირი რეფორმა არ არისო, მაგრამ ოქ-ს ვამბობდიო მაინცო, მეც და ოპოცო.
დანიელსონმა ოპოს გვკითხა, მაგ 3 პუქნტზე თანხმდებითო, ყველა ოპომ, კიო.
მერე ჩიჩილაკ-კაბზონას ჰკიხა: თქვენო.
ჩვენო, ისაო ესაო
დანიელსონი: მაინც მაინც რა ისაო ესაო
კაბზონ-ჩიჩილაკმა: რაღაც წვრილმანებიო რა, ისე პრინციპში კი, მაგრამ აი დეტალებში არაო
დანიელსონმა მესამედ: მაინც მანც რა დეტალებზე არ თანხმდებითო
კაბზონ-ჩიჩილაკმა ბოდიალი დაიწყოო, ჯაფარამ, და მერე მე მივმართE ჩიჩილაკსო, რომ, შეჩემა, კითხვა დაგისვეს და პასუხი გაეცი თქო.
იტოგში, დანიელსონმა მესამედ რომ ჰკითხათ, ბლოკნოტები ამოიღეს პრეტენზიების სიით (და მანდ სულაც არ იყო "უმნიშვნელო დეტალები") ხო და გახდა ცხადი თუ ვინ არ თანმხდება თუმდაც მაგ სამ პუნქტზეცო.
კიდო, პირდაპირი ტექსტით ვუთხარიო დანიელსონს, ჯაფარამ, რომ თურქმენეთიზაციისკენ მივექანებითო...