დილით გასული ჩემი და ახლაღა შემოვიდა შინ.
იუსტიციის სახლში რაღაც საბუთი უნდა გაეფორმებინა.
უაზრო რიგები, შემოდგომის ბუზებივით ზანტი თანამშრომლები...
5 საათის ლოდინის მერე მოთმონებადაკარგულს ამ სისტემაში მომუშავე ნათესავი გაახსენდა, მასთან დარეკა, იმან გადმორეკა და ბოლოს და ბოლოს, გაუფორმეს საბუთი.
კარი გავუღე თუ არა, ერთი მიშა ამათთვის საკმარისი არ არის, რამდენიმეა საჭირო და თან ბომბებითო, ზღურბლიდანვე იყვირა