გვარდიოლა ბაჯოზე
რობერტო ბაჯო დღეს რომ თამაშობდეს, ის ჩემს მანჩესტერ სიტიში სეზონში 50 გოლს გაიტანდა, ამაში ეჭვიც არ მეპარება.
თუმცა, ეს მხოლო მე ან ჩემს კლუბს არ ეხება, ის ამას ნებისმიერ გუნდში და ნებისმიერ მწვრთნელთან გააკეთებდა. რობერტო ფენომენი იყო. მას ნებისმიერ ადგილას შეეძლო თამაში, მაგრამ სხვა ჩემპიონატში უბრალოდ ვერ შეიტყუებდით. მაშინ, სერია ა საუკეთესო ტურნირი იყო, ყველას სურდა იქ ძალების მოსინჯვა.
ბაჯო იყო საუკეთესო ყველაფერში, მაგრამ ყველას პატივისცემით ეპყრობოდა. ის დღემდე უმეტეს დროს ახლობლებთან ატარებს და პუბლიკაზე გამოჩენას ერიდება. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და გვიწევს პოპულარობასთან შეგუება, მაგრამ ზოგჯერ საკუთარ თავს ვკარგავთ.
ამჟამად, ბაჯომ თავი ოჯახს მიუძღნა, ჩაება თავის შიდა სამყაროში, მაგრამ როცა იტალიაში მოვხვდები, შევეცდები ის საფეხბურთო სამყაროს დავუბრუნო.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Corriere dello Sport.
https://m.goal.ge/news/171113/akhla-rom-tam...-legenda-sheaqo