წინა თემა:
ა.შ.შ-ს ევროპულმა სარდლობამ განგაშის დონე აწიაუკრაინას ახალი ომი ემუქრება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვითარება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მკვეთრად დაიძაბა. გახშირდა დაბომბვები გამყოფი ხაზის გასწვრივ და მსხვერპლი სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის. რუსეთი ჯარებს უკრაინის საზღვრებთან უყრის თავს. მოსკოვი აცხადებს, რომ წვრთნებს ატარებს. ექსპერტები ახალ, “დიდ” ომს არ გამორიცხავენ.
შეშფოთება “სარწმუნო ცნობებით რუსული ჯარების გადაადგილების შესახებ უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ყირიმში” 7 აპრილს ოფიციალურმა ვაშინგტონმა გამოხატა, რომელიც ადრე დეესკალაციის ზოგადი მოწოდებებით და უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებით შემოიფარგლებოდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, აშშ შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ბოლოდროინდელი გამწვავებით და დაძაბულობის ესკალაციასა და ცეცხლის შეწყვეტის დარღვევების ფაქტებს ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად განიხილავს.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიტუაცია უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.
ამასთან, კრემლი ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედრო ტექნიკის თავმოყრას შეშფოთება არ უნდა გამოეწვია მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში.
როგორც 7 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთის არმია რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილდება იმ მიმართულებებით და იმ ფორმით, როგორც ამას საჭიროდ მიიჩნევს.
”ჩვენი ქვეყნის საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამან მცირედი შეშფოთებაც არავის უნდა შეუქმნას. რუსეთი საფრთხეს არ წარმოადგენს მსოფლიოს არცერთი ქვეყნისთვის, მათ შორის უკრაინისთვის. მაგრამ ის ყოველთვის ყურადღებით ეკიდება საკუთარ უსაფრთხოებას ”, – თქვა პესკოვმა.
https://twitter.com/GirkinGirkin/status/137...mis-zghvarze%2Fბოლო დროს დონბასში მდგომარეობა გაუარესდა, კიევში ამბობენ, რომ გახშირდა დაბომბვები და სროლები დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხრიდან. 3 მარტს ე. წ. დონეცკის რესპუბლიკის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ პრევენციულად “მტრის საცეცხლე წერტილების ჩასახშობად” ცეცხლის გახსნის ნებართვა მიიღეს.
26 მარტს, დაბომბვის შედეგად, ოთხი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და კიდევ ორი დაშავდა.
3 აპრილს, დონეცკის რეგიონში, გამყოფ ხაზთან ახლოს 5 წლის ბიჭი დაიღუპა – “რესპუბლიკის” ხელისუფლების განცხადებით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ ჩამოგდებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად. ეს ვერსია რუსეთის სახელმწიფო მედიამ დაუყოვნებლივ აიტაცა.
ეუთოს დამკვირვებლებმა მხოლოდ 3 აპრილს 500-ზე მეტი აფეთქება დააფიქსირეს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელმა მხარემ გამოიყენა საბრძოლო მასალები.
7 აპრილს, თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის მეთაურმა, დენის პუშილინმა ვითარების დაძაბვაში კიევი დაადანაშაულა და გააფრთხილა, რომ უკრაინის შეტევის შემთხვევაში, “რესპუბლიკის” სამხედროები მის ამჟამინდელ საზღვრებზე არ გაჩერდებიან.
”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დიდი ომი არ დაიწყოს, მაგრამ თუ უკრაინა გადადგამს ამ ნაბიჯს, მაშინ ვერავინ იტყვის, სად გავჩერდებით”, – თქვა მან.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი ემზადება ისეთი ქმედებებისთვის, რომლებმაც უნდა გამოიწვიოს სამხედრო პასუხი უკრაინის მხრიდან, შემდეგ კი ომში “რუსეთის მოქალაქეების დაცვის” საბაბით ჩაერთოს.
მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის, 2015 წლის მინსკის შეთანხმებების თანახმად, ზავი მოქმედებს, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სამთავრობო ძალებსა და პრორუსულ ფორმირებებს შორის პოზიციური ბრძოლები პერიოდულად მიმდინარეობს.
This post has been edited by KobSak on 11 Apr 2021, 14:54