ბაიდენმა როგორც იქნა ამოიღო ხმა ავღანეთიდან გამოსვლის თემაზე
მისი გაცხადებით 11 სექტემბრისთვის ამერიკა მთლიანად გამოვა ავღანეთიდან და სავარაუდოდ ნატოს ძალებიც
https://www.cnn.com/2021/04/13/politics/afg...ions/index.htmlმარა გამოვა თუ არ გამოვა ეგეც საკითხავია
ნაბიჯს უკვე აკრიტიკებენ კონგრესმენები ორივე პარტიიდან
ავღანეთიდან გამოსვლას ტრამპიც აქტიურად აწვებოდა მაგრამ ვერ შეძლო თავის ვადაში
ბოლო დაპირებით გასული წლის შობამდე უნდა გამოსულიყო ამერიკა ავღანეთიდან მაგრამ ჯერ გამოსვლა არც იყო დაწყებული რომ გაჩნდა ეჭვები თალიბანი უკვე არღვევდა შეთანხმებას
პენტაგონი წინააღმდეგი იყო და მგონი ეხლაც წინააღმდეგია ავღანეთიდან გამოსვლის სამხედრო მეთაურების აზრით ნაჩქარევი გამოსვლა ავღანეთის მთავრობის კოლაფსს გამოიწვევს და ამერიკის დაზვერვის ანგარიშის თანახმად ავღანეთიდან გამოსვლით საბრძოლო ველზე თალიბანი მოიპოვებს უპირატესობას
სულ რამოდენიმე დღის წინ 8 აპრილს თალიბანმა იერიში მიიტანა კომპლექსზე სადაც ამერიკის სადაზვერვო ნაწილები იყვნენ განლაგებული
https://www.cnn.com/2021/04/08/politics/tal...sion/index.htmlყველაზე დიდი საფრთხე არის ის რომ ავღანეთიდან საბრძოლო დანაყოფების მთლიანად გაყვანამ შეიძლება ქვეყანა ისევ ტერორისტულ სამოთხედ აქციოს
ამერიკას ოფიციალური მონაცემებით 2500 ჯარისკაცი ყავს ავღანეთში და მათი სრული გამოყვანა მოხდება თუმცა იგეგმება მცირერიცხოვანი პირების დატოვება "დიპლომატიური უსაფრთხოებისთვის" სავარაუდოდ კონტრდაზვერვის ოფიცრების კონტრტერორისტული საქმიანობისთვის
გამოვლენ ვითომ?
თუ გამოვლენ და ნატოც თან გამოყვა მთელი კოალიციაც თან გამოყვებათ
მათ შორის ჩვენი ჯარისკაცებიც
აქ არის ქვეყნების სია ვისაც ოდესმე ყოლია ან ყავს დანაყოფები ავღანეთში
https://en.wikipedia.org/wiki/Participants_...Freedom#Georgiaსაქართველოდან 2010 წლიდან - 800 ჯარისკაცი