კულტურის სამინისტროს და მწერალთა სახლის პატრონაჟით ორგანიზებული ლიტ. კონკურსი "ლიტერა" ფაქტობრივად იშლება. ამ დროისთვის კონკურსი 17-მა არტისტმა და ჟიურის სამმა წევრმა დატოვა - ამის მიზეზი თეაჰ წულუკიანი და მისი უხეში ჩარევებია სფეროში.
წულუკიანს არ ვიკადრებ | ტორესა მოსი "ლიტერაში" მონაწილეობაზე უარს ამბობს
"გრძელ სიაში ჩემი ორდროშობანაცაა, თუმცა როგორც უკვე განვაცხადე უარს ვამბობ კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე. უკვე ველაპარაკე ჩემ გამომცემელს და შესაბამისად, ორდროშობანა მოიხსნება ლიტერადან. წულუკიანს არ ვიკადრებ მე. სანამ ეგ ქალია კულტურის მინისტრი სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთან", - წერს ტორესა მოსი.
______________________________________________________
ლიტერატურული პრემია "ლიტერას" კონკურსანტები პროტესტის ნიშნად ისევ ტოვებენ - ამ ტიპის გადაწყვეტილება კიდევ 5-მა მონაწილემ მიიღო. ბოიკოტის მიზეზი კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და სამინისტროს მიერ ჟიურის ერთი წევრის დანიშვნაა.
მწერალმა გიორგი შონიამ საკონკურსო სიიდან წიგნი "რობოტების ყვავილები" მოხსნა:
"რობოტების ყვავილები" სწორედ ძალაუფლების ცენტრების წინააღმდეგ მიმართული წიგნია და აი, ვერანაირად ჩაჯდება ამ კონტექსტში. დღევანდელი მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, იმდენად ვუახლოვდებით ბელარუსს, რომ თითოეული ჩვენგანი ისე უნდა დაუპირისპირდეს ამ ბოროტებას, როგორც შეუძლია. ყველა ბერკეტი გამოსაყენებელია!", - წერს გიორგი შონია.
იგივე გადაწყვეტილება მიიღეს ჟუნალისტებმა დავით ქაშიაშვილმა და რატი მუჯირმაც. მუჯირმა მინისტრს "მთავარი არხის" მიკროფონის დაბრუნებაც გაახსენა.
თეა, მიკროფონი დააბრუნე! რა თქმა უნდა, თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალქე “ზემოდან” დანიშნულ ჟიურის არ ავიტან. “ლიტერას” გრძელი სიიდან “მ@ილები ავღანეთზე” გამაქვს.
თეა, მიკროფორნი დააბრუნე!" - წერს რატი მუჯირი.
ქაშიაშვილი წერს, რომ ის რაც ხდება საშიში პრეცედენტია:
4 შერჩეული ერთიც "თეას" დანიშნული ჟიური! - მიზეზი რის გამოც ვხსნი ჩემს წიგნს "ლიტერადან". ეს არაა თავისუფლება, ეს ძალიან საშიში პრეცედენტია.
კონკურსი პროტესტის ნიშნად დატოვა მწერალმა ჯაბა ზარქუამაც, რომელიც წერს, რომ მას შემდეგ, რაც წულუკიანმა ჟიურიში თავისი წარმომადგენელი დასვა კონკურსმა "ძველ, კეთილ, საბჭოთა სტილში" გადაინაცვლა.
"მას შემდეგ რაც ქალბატონმა მინისტრმა ჟიურიში დასვა თავისი წარმომადგენელი ძველ, კეთილ საბჭოთა სტილში და ამით ცხადი გახადა პრემიის ლაურეატებით მისი პირადი დაინტერესება, როგორც თავისი საქმის მცოდნე აგიტპროპებს ეკადრებათ, კონკურსს შინაარსისგან დაცლილად მივიჩნევ და გრძელ სიაში ჩემი წიგნის ადგილს ვეღარ ვხედავ!" - წერს ზარქუა.
გარდა ამისა, კონკურსი დატოვა ელენე კვირკველიამაც, მისი თქმით, მთავარია ღირსება არ დაკაროს.
"ახლა ბერლინში ვარ, რა თქმა უნდა, საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ, საქართველოში, და არა საბჭოთა კავშირში! ჩემი სადებიუტო კრებული ,,წყვეტა" მოხსნილია ლიტერატურული პრემია ,,ლიტერადან" თეა წულუკიანის მიზნები დიდი ხანია გაცხადებულია, დღეს უბრალოდ ნათელი მოჰფინა ყოველივეს. არავის არაფერს არ მოვუწოდებ, უბრალოდ, სასაცილოა წულუკიანის ტრიუკი, პასუხმაც არ უნდა დააყოვნოს. მინისტრები, ყოფილი მინისტრები ხდებიან, დროის ამბავია", - წერს ელენე კვირკველია.
_____________________________________________
მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა პრემია "ლიტერას" ჟიური დატოვა
მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა ლიტერატურული პრემია "ლიტერას" ჟიური დატოვა. ამის შესახებ მწერალმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
როგორც ის განცხადებაში წერს, "ავტორი აღარ დარჩა და ბურთი სათამაშოდ მოედანზე".
"FB-ში იშვიათად შემოვდივარ ხოლმე და ახლა ვნახე, რომ პანტიპუნტად ტოვებენ ავტორები ლიტერას კონკურსს, რომლის ჟიურის წევრიც გახლავართ.
მე თვითონ საკმაოდ ბევრჯერ გადავეყარე სხვადასხვა (სულ ორი-სამია) ლიტ.კონკურსს და ხშირ შემთხვევაში კაი სიმყრალის სუნი მიგრძვნია. ფრანქფურტზეც შემიძლია მოგახსენოთ, რომელიც ჩემი და მამაჩემის გარეშე ჩატარდა.
ვთვლი, რომ მეტად აქტიური უნდა იყოს ლიტერატურული (ხაზს ვუსვამ - ლიტერატურული) პროცესი, რომელიც ერთი გაზეთის და ორიოდე ჟურნალის ანაბარა არ უნდა დარჩეს. ასევე, კონკურსების სიმრავლესაც სალამს ვეტყვი.
... პირველად ვიყავი ჟიურიში. ავტორი აღარ დარჩა და ბურთი სათამაშოდ მოედანზე. მათ შეხედულებას პროტესტისას, თავად გაგაცნობენ. ვტოვებ ჟიურის წევრობას და კიდევ ერთხელ ამიცრუვდა ყოველგვარ ლიტ.კონკურსებში მონაწილეობის სურვილი", - წერს თაბუკაშვილი.
ცნობისთვის, „ლიტერას“ პრემიიდან, პროტესტის ნიშნად მწერლების ნაწილმა საკუთარი წიგნები მოხსნეს.
https://www.interpressnews.ge/ka/article/66...s-zhiuri-datova________________________________________________
პრემია "ლიტერას" ჟიური მწერალმა და კრიტიკოსმა ლელა კოდალაშვილმაც დატოვა
ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიური კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. მწერალმა და კრიტიკოსმა ლელა კოდალაშვილმა შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
როგორც კოდალაშვილი წერს, ახლა როცა მწერლები ასეთი ტემპით ტოვებენ კონკურსს, ჟიურის წევრად დარჩენას არანაირი აზრი აღარ აქვს.
მისივე შეფასებით, არც მწერალთა იმ ნაწილის მიმართ არ აქვს პრეტენზია, ვინც დარჩენას არჩევს, რადგან სამინისტრო და ბიუჯეტი თეა წულუკიანის საკუთრება არაა.
“მოკლედ, რაღა დაგიმალოთ და, მეც ვტოვებ ,,ლიტერას" ჟიურის. თავიდან, როცა გავიგე, რომ ქალბატონმა მინისტრმა საბჭოთა კაგებეს მეთოდს მიმართა და კაცი ჩაგვინერგა, ჩემებური უტოპისტური განწყობა ჩამერთო, რომ დანარჩენი 4 წევრი ამ კაცს მოვათვინიერებდით და ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებდით. მთელი სტრატეგია დავსახე, სქემები შევადგინე, რაზე რის მერე უნდა მესაუბრა მასთან, როგორ დამეყოლიებინა, შემება რა... ახლა კი, როცა მწერლები ასეთი ტემპით ტოვებენ კონკურსს, ვთვლი, რომ ჟიურის წევრად დარჩენას არანაირი აზრი აღარ აქვს, რადგან დარჩენით უნებურად გავემიჯნები მწერალთა რადიკალურ ნაწილს, რომლის პოზიციას ყველაზე მეტად ვიზიარებ. თუმცა არც მწერალთა იმ ნაწილის მიმართ არ მაქვს პრეტენზია, ვინც დარჩენას არჩევს, რადგან სამინისტრო და ბიუჯეტი წულუკიანის საკუთრება კი არაა, ჩვენია და დიახაც რომ ჩვენ უნდა მოგვხმარდეს ახლა თუ არა, უახლოეს ხანში, როცა ეს უზურპატორი ქალი ჯანდაბაში წავა თავისი ნაყაჩაღარი მიკროფონიანად.. p.s. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო კონკურსის მონაწილე იმ მწერლებს, რომლებსაც ჩემი ჟიურის წევრად ყოფნა იმედს აძლევდა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ლიტერატურის სასარგებლოდ. და მადლობა მინდა ვუთხრა მწერალთა სახლს - ნატას და ლელას, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში ნდობა გამომიცხადეს, რომლის გამართლება სამწუხაროდ არ დამცალდა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ბოლო-ბოლო ჩვენი გავა და კიდევ ბევრჯერ ვითანამშრომლებთ”, - წერს კოდალაშვილი.
მანამდე, „ლიტერას“ ჟიურის დატოვების შესახებ მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა განაცხადა. ასევე კონკურსიდან პროტესტის ნიშნად წიგნები მოხსნეს მწერლებმა.
ცნობისთვის, „მწერალთა სახლის“ ინფორმაციით, ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ კონკურსში 5- წევრიანი ჟიური იყო წარმოდგენილი. მათივე ინფორმაციით, წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე წარმოადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.
ჟიურის წევრები იყვნენ: ლიტერატურათმცოდნე ბელა წიფურია; მწერალი რეზო თაბუკაშვილი; მწერალი, კრიტიკოსი ლელა კოდალაშვილი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი ოქტაი ქაზუმოვი, პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე. ხოლო დიზაინის ნომინაციაში ჟიურის კონსულტაციას გაუწევს ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე.
____________________________________________
პრემია "ლიტერას" ჟიური მესამე წევრმა ოქტაი ქაზუმოვმა დატოვა
ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის უკვე მესამე წევრი ტოვებს. მთარგმნელი ოქტაი ქაზუმოვი სოციალურ ქსელში ჟიურის დატოვების შესახებ განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა.
"მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა და იმედი მაქვს ყველა მოპროტესტე მის დასაცავად მის კიბეებზე გაათენ-დააღამებს ისეთივე მონდომებით, როგორც ახლა იბრძვის სამართლიანად კულტურისგან ასიათასი მილით შორს მყოფი "მილისტის" წინააღმდეგ. მეც ვტოვებ ჟიურის", - წერს ოქტაი ქაზუმოვი.
მანამდე "ლიტერას" ჟიური დატოვეს მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა და მწერალმა და კრიტიკოსმა ლელა კოდალაშვილმა.
ცნობისთვის, „მწერალთა სახლის“ ინფორმაციით, ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ კონკურსში 5- წევრიანი ჟიური იყო წარმოდგენილი. მათივე ინფორმაციით, წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე წარმოადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.
ჟიურის შემადგენლობა ასეთი იყო: ლიტერატურათმცოდნე ბელა წიფურია; მწერალი რეზო თაბუკაშვილი; მწერალი, კრიტიკოსი ლელა კოდალაშვილი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი ოქტაი ქაზუმოვი, პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე. ხოლო დიზაინის ნომინაციაში ჟიურის კონსულტაციას გაუწევს ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე.
https://www.interpressnews.ge/ka/article/66...azumovma-datova This post has been edited by Anti-Totleben on 29 Jul 2021, 23:56