1 აპრილს როცა ხალხი პოზნერს დასდევდა ამასობაში ბიძინას პარლამენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების შედეგად მიიღო
https://www.interpressnews.ge/ka/article/64...shedegad-miigesპარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის შეფასებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები პრობლემას ვერ აგვარებს.
„ბოლო კვლევამაც დაადასტურა, რომ ჩვენი მოქალაქეები სასამართლოს არ ენდობიან. ამ უნდობლობას აქვს კონკრეტული მიზეზები, ჰყავს კონკრეტული ავტორები - სახელებითა და გვარებით, ვინც სასამართლოს რეპუტაცია ასეთ დღეში ჩააგდო. ყველას მიერ აღიარებული ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების მორჩილი მოსამართლეები გადმოიბარეს და საკუთარ სამსახურში ჩააყენეს“, - აღნიშნა იოსელიანმა
7 აპრილს ევროკავშირმა ბიძინას პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ ცვლილებების ნაჩქარევი მიღება დაგმო
განცხადების თანახმად ევროკავშირი მიესალმება მოსამართლეების არჩევის პროცესის ცვლილების ინიციატივას თუმცა "იმედგაცრუებულნი ვართ რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და ნაჩქარევად მიიღო ცვლილებები ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე დაჩქარებულად და ვენეციის კომისიის საბოლოო აზრის გაუთვალისწინებლად"
ასევე აღნიშნეს რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას რომ საქართველოს უმაღლესი იურიდიული ინსტიტუტი დაკომპლექტებული იყოს "ყველაზე პროფესიონალი კომპეტენტური და დამოუკიდებელი მოსამართლეებით"
ევროკავშირის საგარეო უწყების რეკომენდაციაა ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მოითხოვოს ვენეციის კომისიის მიერ ცვლილების შეფასება რათა გაირკვეს ემთხვევა თუ არა ეს ცვლილებები კომისიის წარსულ რეკომენდაციებს
https://civil.ge/archives/4113878 აპრილს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნა
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით
“ორი წლის წინ ეს რეგულაციები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო სტანდარტის მიხედვით შევიმუშავეთ. ახლა კი, პარლამენტმა ის ცვლილებები მიიღო, რომელშიც აისახა ვენეციის კომისიის სამი დამატებითი რეკომენდაცია. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან კანონის ახალი რეგულაციების თანხვედრა მარტივად დასადგენია, ჩვენი პარტნიორების მოწოდება გავითვალისწინეთ და კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას უკვე გადავუგზავნეთ”
https://www.interpressnews.ge/ka/article/65...isias-gaugzavnaმთელი ქვეყანა პოზნერს გადაყვა და ამასობაში უმნიშვნელოვანესი საქმეები ჩრდილში მიმდინარეობს
This post has been edited by ტროლოლო on 9 Apr 2021, 23:50