#57783936 · 14 Apr 2021, 21:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წინა თაობა დამნაშავეა, ახლანდელი თაობის წინაშე!
ყველაფერი მოდის აღზრდიდან! მარტო საქართველოში რამდენი ძალადობა ხდება, რამდენი სიბოროტე, პატარა ბავშვების მიმართ, ჯერ მხოლოდ ოჯახური ძალადობა რომ ავიღოთ.
არიან თუ არა დამნაშავე ამაში , ამ მოძალადეების მშობლები? მე ვფიქრობ რომ არიან. მათ გაზარდეს ასეთებად!
ფსიქოლოგიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბებას. მარტო სათამაშოს და საჭმლის მიცემა არაა ბავშვის გაზრდა. მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ სიტყვას, რასაც მშობელი ეუბნება ბავშვს! მშობლები უმახინჯებენ ფსიქიკას შვილებს! ვერ ზრდიან ნორმალურ ადამინებად. პრაქტიკულად აფუჭებენ მომავალი თაობის ჯანსაღ პოტენციალს, და ამას არავინ არ აკონტროლებს. ყველას კიდია.
რატომ არ არის შემუშავებული ბავშვის აღზრდის პრინციპები, რომლებიც სკოლებში უნდა ისწვალებოდეს? რომ მომავალმა მშობლებმა , თავიდანვე იცოდნენ, როგორ არ დააზიანონ მათი შვილების ფსიქიკა მომავალში !
ამაზე მნიშვნელოვანი საგანი რა უნდა იყოს?! დარწმუნებული ვარ, ამას რო ვაკეთებდეთ, სამყაროში ძალადობა და ბოროტება ძალიან დაიკლებს.
This post has been edited by VAMPIRE_W on 14 Apr 2021, 21:41
--------------------
You are all Stardust...
Stars died so that you could Live...
|