2013 წელს, როდესაც მაიამელმა ბიზნესმენებმა, მორდეხაი “მოტი” კორფმა და ურიელ ცვი ლაბერმა შეისყიდეს სამთო მრეწველობის ოპერაცია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, საქართველოში, მათი სახელები დაემატა იმ უცხოელი და ადგილობრივი ბიზნესმენების გამორჩეულ ხაზს, რომლებიც ქონების მოხვეჭას მანგანუმის, თანამედროვე რკინისა და ფოლადის წარმოებისთვის აუცილებელი დანამატის, მსოფლიო დონის წყაროს საშუალებით ცდილობდნენ.
მაგრამ როგორც ყველა წინა მფლობელმა – კრუპების ოჯახმა გერმანიიდან, სამხრეთ აფრიკელი ოპენჰაიმერების ოჯახმა და ამერიკელმა ფინანსისტმა, ავერელ ჰარიმანმაც კი (რომელიც ამ საქმეში თვით ვ.ი. ლენინმა ჩართო, რუსეთის რევოლუციის ხელმძღვანელობიდან მალევე) – აღმოაჩინეს, ამ ბიზნესში ადვილი არაფერია.
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში გლობალურ ინვესტიციებში აშშ-ს წილი შემცირდა, ამერიკული ბიზნესი კვლავ მჭიდროდ არის ინტეგრირებული საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვთან. ეს განსაკუთრებით მაიამის ეხება, რომელსაც ხშირად ლათინური ამერიკის ბიზნეს-დედაქალაქს უწოდებენ.
და თუნდაც დიდი გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის, საზღვარგარეთ ბიზნესის კეთება – სადაც კულტურა, საბანკო და სამართლებრივი სტანდარტები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს აშშ-სგან – ხშირად იწვევს გართულებებს.
მაგალითად, 2013 წლის ერთ გახმაურებულ საქმეში, ბროვარდელი (ქალაქი ფლორიდაში) ბიზნესმენი პეკინში, საწარმოს ოფისში ჩაკეტეს მუშებმა, რომლებიც მოითხოვდნენ გაზრდილ ანაზღაურებას და სარგებელს.
თვით მულტინაციონალურ გიგანტებსაც კი შეიძლება დაასვას დაღი. პეპსი, კოკა კოლა და მაკდონალდსი იმ კომპანიებს შორის არიან, რომლებმაც ვენესუელაში მილიონები დაკარგეს იქ პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო.
მაგრამ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში ბიზნესის კეთებას განსაკუთრებული სირთულეები შეიძლება მოყვეს. არაკომერციული სადამკვირვებლო ჯგუფის, საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) 2016 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით რუსეთი 176 ქვეყანას შორის დაბალ, 131-ე ადგილზეა გამწესებული და ასევე ცუდი ან უარესი ადგილები უკავიათ ყოფილ საბჭოთა მოკავშირეებს. ედის ირონიით, საქართველო გაცილებით უკეთეს, 44-ე ადგილზე იმყოფება.
ვრცელი გეოგრაფიის, დიპლომატიური ინტერესების, კულუარული პოლიტიკის და მიუწვდომელი სიმდიდრის გავლენის კომბინაციამ კორფს და ლაბერს ჯაშუშური რომანის მსგავსად ჩახლართული არეულობა მოუტანათ, სახელისუფლებო ყრუ კედლებთან შეჯახებებით, გავლენიანი ოლიგარქებით, ტოქსიკური ნარჩენებით და დღესასწაულებისა და დასვენების დღეების კორპორატიული მიტაცებებით სავსე.
განურჩევლად ადგილმდებარეობისა, წიაღისეულის მოპოვების ოპერაციები რთულია, ხშირად მოიცავს დიდ წინასწარ ინვესტიციებს, როგორც ჩანს, ყოველთვის მშფოთვარე
მუშებს და მსოფლიო ბაზრის კაპრიზებს პროდუქტის მოთხოვნაზე. რაც კიდევ უფრო ართულებს ამგვარ სიტუაციებს, არის გეოგრაფია, როგორც ფიზიკური, ისე პოლიტიკური. მაღაროს კომპლექსი მდებარეობს ჭიათურაში, დასავლეთ საქართველოში. საუკუნეზე მეტია, რაც ის ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გვირგვინის ერთ-ერთი მთავარი სამკაულია. შესაბამისი დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში მას შეუძლია აწარმოოს ქვეყნის მიმდინარე ექსპორტის სრული რაოდენობის 10%. აშშ-ს ექსპორტისთვის ეს პროპორციულად იმდენივე იქნებოდა, რასაც საჰაერო-კოსმოსური და თავდაცვის მრეწველობა ქმნიან ჯამში.
მაგრამ ეს შორს იყო 2006 წლის სიტუაციისგან, როდესაც კორფისა და ლაბერის უკრაინელმა ძველმა პარტნიორებმა, პრივატ ბანკის მფლობელებმა შეიძინეს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული გაბანკროტებული ს/ს “ჭიათურმანგანუმი” და ზესტაფონის მიმდებარედ არსებული გადამამუშავებელი საწარმო, ბრიტანული ფოლადით მოვაჭრე გიგანტის, სტემკორისგან. კორფი და ლაბერი საქმეში წლების შემდეგ ჩაერთვებიან, თავდაპირველად ეხმარებიან ინვესტიციის მართვაში და მოგვიანებით, 2013 წლის კორპორატიული რეორგანიზაციის დროს აქციონერები ხდებიან. შეძენის ღირებულება არ გამჟღავნებულა.
გასაკვირი არაა, რომ ეკონომიკურად გაჭირვებულ ქვეყანაში წიაღისეულის მომპოვებელ საქმიანობაში ჩართვის სურვილი უცხოელ და ადგილობრივ ბიზნესმენებს სურდეთ.
“ეს მსოფლიო დონის საბადოები იმდენად მდიდარია, რომ ადგილობრივმა მაღაროელებმა მხოლოდ წერაყინებითა და ბარებით შეძლეს მიეღწიათ ღირსეული შემოსავლისთვის მექანიზაციის შემოსვლამდე, რამაც პროდუქციის წარმოება მსოფლიო ბაზრის მოთხოვნის ნახევრამდე გაზარდა.”, ამბობს ნინო გუჯარაიძე, არაკომერციული ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” აღმასრულებელი დირექტორი, რომელთაც ვრცელი კვლევა ჩაატარეს ამ სექტორში. “ამ საბადოსთვის კომერციული ბრძოლა ქონდათ გაჩაღებული ბრიტანელებს და ფრანგებს, გერმანელებს, შემდეგ რუსებს და რა თქმა უნდა, საბჭოელებს. სამწუხაროდ, ქართველებს ეს არასდროს გაუკეთებიათ ეს ძალიან კარგად”.
დანარჩენი, ბმულზე
https://www.timer.ge/sazghvargareth-biznesi...RLhmkBaNgtSy0Qc