ემზარ ფუჩურის მოწოდება ქართველ ერს
====================================
საქართველოში ბრუნდება ერა,
ერა შავი და ერა ქუჩური,
თქვენს გვერდითაა სნოელი ლომი,
თქვენს გვერდითაა ემზარ ფუჩური!
არ ვეპუები ჟამთა ცვლილებას,
როცა დღესა ცვლის უკუნი ღამე,
ეჰე, ქართველნო მომყევით ფუჩურს
უნდა აღვზვედეთ, უნდა ვქნათ რამე!
სნოს მთათა სული ბობოქობს ჩემში
და ნაკადულთა სიკამკამენი,
ემზარ ფუჩურთან ერთად ქართველნო
უნდა დავძლიოთ ბნელი ღამენი!
ემზარ ფუჩური
სნო, 2013 წელი
------------------------------------
სხვა ლექსები შეგიძლიათ მისი ფეისბუქის გვერდზე ნახოთ.
http://www.facebook.com/emzarpuchuri