#57792971 · 16 Apr 2021, 22:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბიჭო პანაშვიდიც რანაირი იცით ტო ვერ იკაიფებს თქვენთან ადამიანი
ნათელი და სანთელი
ეძღვნება მიხეილ გელა ძიას
სიკეთის კეთებით დაღლილ მოხუც მოგზაურს შინ მიმავალს გზის პირას მაცდურად მდგარი ცაცხვის ქვეშ ჩასძინებოდა, ბუნებასაც თითქოს ეგრძნო კეთილი ადამიანის დაღლა და ჩამავალი მზის სუსტი სხივებით იკრავდა გულში.
მოხუცს მუსიკა ჩაესმა რომლიც შორიდან მოჰქონდა ნიავს, მელოდია ნაცნობი და მშობლიური იყო, თითქოს სადღაც უკვე ჰქონდა მოსმენილი. თავსაც უჩვეულოდ გრძნობდა თითქოს გონებას და სხეულს სიზმრის მომგვვრელი ბანგი გაათმაგებული ძალით დაუფლებოდა, მუსიკამ რომელიც თანდათან უფრო ძლიერდებოდა გამოაფხიზლა რულს თავი გაჭირვებით დააღწია და წამოდგა გაახსენდა რომ უამრავი რამ ჰქონდა გასაკეთებელი, შარვალს აყოლილი ხმელი ბალახი შემცბარი ღიმილით ჩამოიბერტყა და გზა უნდა გაეგრძელებინა მაგრამ როცა თვალი არემარეს მოავლო მიხვდა რომ ზუსტად არ იცოდა საით უნდა წასულიყო. ისევ ესმოდა ნაცნობი მუსიკა რომელიც მასში სიმშვიდის და სითბოს ტალღებად იღვრებოდა. დიდხანს აღარ უფიქრია ცნობისმოყვარეობამ სძლია და ხმის მიმართულებით გაემართა, აუჩქარებელი ნაბიჯით მიდიოდა გრძნობდა რომ რაღაც უჩვეულოს და დიდებულს უნდა შესწრებოდა და ნანობდა რომ მარტო იყო. გზად მიმავალს მუსიკამ და მონაბერმა სიომ რომელიც ახლად მოჭრილი ბალახის სურნელით იყო გაჟღენთილი გონების უსასრულო საკუჭნაოს სიღრმეებში მტვრიან მიკარგულ თაროზე შემონახული მოგონებები გაუცოცხლა. თვალწინ წარმოუდგა ბავშვი რომელმაც პირველად დაინახა ეშმაკი ზურგს უკან და ნანახით შეძრწუნებულმა ტირილით ამცნო ახალი ადამიანის დაბადება სამყაროს. მოხუცმა გზად მოძრავი სილუეტი შენიშნა რომელიც ნელნელა უახლოვდებოდა ნაბიჯს აუჩქარა, უნდოდა ვინმესთვის ეკითხა თუ საიდან ისმოდა ეს ჯადოსნური მუსიკა რომელიც მას ბავშვობას ახსენებდა. შემხვედრი ახალგაზრდა ბიჭი აღმოჩნდა რომელსაც ბოლოებ ჩამოხეული შარვალი ეცვა და ფეხშიშველი მოაბიჯებდა. გაჩერდა, უნდოდა კითხვა დაესვა მაგრამ ბიჭმა სიტყვა დაასწრო, მან ხელი იქით გაიშვირა საითაც მოხუცს მიეჩქარებოდა და წარმოსთქვა .. ციფრებს უყურე.
ციფრებია სამყარო. აქ რასაც ხედავ ყველაფერი კავშირშია ოცდაორი ათზე სამოცდათხუთმეტი ოცდახუთზე
75 როგორც ბაზას უნდა , უფალს, 25 როგორც შენ.
ეს არის შენი უსასრულობა. ამას გეუბნები მე გველის წელში დაბადებული ტყუპი. და მოვა სატურნი. და მოვა იუპიტერი. და მოვა ნეფტუნი და მოვა ურანი. და მოვა მარსი. და მოვა ვენერა. მოიხრის ქედს ცენტრის. მერკურის წინაშე. 7 სანთელი.
და იზეიმებთ დედამიწელებო. ვისაც გწამთ ისე როგორც ეს უნდა იყოს.
პლუტონი ? ჻) დისნეი ლენდი ) მე გხედავ ერთი. შენ? ნული.
მოხუცს გულისცემა გაუხშირდა, მიხვდა რომ სულ მალე ყველა იმ საიდუმლოს რომელიც მას ხანგრძლივი მოგზაურობის განმავლობაში დაჰგროვებოდა ფარდა აეხდებოდა, ბიჭს გვერდი აუარა და უცნაურად ამჩატებული დაადგა გზას თავში ფიქრები ერეოდა ბიჭს აშკარად იცნობდა სადღაც ჰყავდა ნანახი და ვერ იხსენებდა უფრო სწორად არ იხსენებდა იმიტომ რომ როცა იხსენებდა ხვდებოდა რომ ბიჭი თვითონ იყო ოღონდ იმ ბიჭს ის ბავშვობაში ნანახი ეშმაკი რომელიც სინამვილეში მისი საკუთარი ჩრდილი იყო აღარ ჰყავდა და ის ისევ ის უცოდველი ანგელოზი იყო რომელიც უდიდესი სასწაულის წყალობით მოევლინა დედამიწას. მოხუცმა შენიშნა რომ უკვე საკმაოდ დაბინდდა და გზას უკვე კარგად ვეღარ ხედავდა მაგრამ გაჩერება არ შეეძლო, მას უნდა მიეღო კითხვებზე პასუხი ცოტაც და გზა საერთოდ აღარ ჩანდა, გადაწყვიტა მხოლოდ მუსიკის ხმას მიჰყოლოდა გზიდანაც გადავიდა და ბალახზე მიაბოტებდა თუმცა ეს აღარ ადარდებდა ის მხოლოდ წინ მიიწევდა. რამდენიმე წუთის სიარულის შემდეგ იგრძნო რომ დაღმართს მიუყვებოდა და ცდილობდა ფრთხილად გადაედგა ნაბიჯი, დიდი ძალისხმევის მიუხედავად ფეხი მაინც დაუცდა წაიფორთხიალა და სცადა ხელი ბალახისთვის მოეკიდა მაგრამ ხავსი შერჩა რომლის ნესტიან მიწასთან ერთად მუჭით მოთხარაც მოასწრო სანამ მოცელილი უფსკრულში დაეშვებოდა, ვარდნისას ფეხი რაღაცას მიარტყა მიხვდა რომ ტკივილისგან გაითიშებოდა და მუშტს რომელშიც მიწა და ხავსი ჰქონდა ჩაბღუჯული მთელი ძალით მოუჭირა.
-რა გჭირს შეჩემა მოდი აწიე მარტო მე როგორ გადმოვათრიო -ბიჭო რა უნოდა აქ აზზე ვერ მოვდივარ ტო -მთვრალია? -მერავი ყველაფერი ###ობა ხო ჩემ სმენაში უნდა მოხდეს, ამ დედა#####ულების ტვინის ტყვნა არ მეყოფოდა თითქოს. -ხო ბიჭო რას უსმენენ ამათი ოფენ ეარი #####ან რაციამ ჩაიშხრიალა და მამაკაცის ხმამ მკაცრად იკითხა: თერთმეტი რა ხდება თქვენთან......
This post has been edited by public_enemy on 16 Apr 2021, 23:28
--------------------
///Intel Pentium 166Mhz///40Mb Ram///4Mb Ati///8GbHDD/// ...
|