მოგესალმებით ყველას!
დიდი ხანია მსურდა და როგორც იქნა გადავწყვიტე ახალი თემა გამეხსნა - ბამბუკის რეალიზაციის ხელშესაწყობად.
ავეჯის- და სამშენებლო ინდუსტრია უკვე რამოდენიმე წელია უფრო და უფრო ეკოლოგიურად სუფთა და მდგრად მასალებს იყენებს. მიუხედავად იმისა,
რომ ხეც ბუნებრივი რესურსია და მისი ხელმეორედ გადამუშავებაც შესაძლებელია, მას ძალიან დიდი დრო ჭირდება, რომ გამოყენებულ იქნეს.
ეს გარემოება კი ხის რესურსების კლებადობაზე ახდენს გავლენას.
ბამბუკის უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ის ძალიან ჩქარა იზრდება და შესაძლებელია მცენარის 3-4-ი წლის ასაკში მოჭრაც.
ის უნდა მოიჭრას რათა დედა მცენარიდან ამოსული ახალი ყლორტებით გამრავლებას შეეწყოს ხელი. და ეს ყველაფერი კი მცენარის ხელმეორედ დათესვის გარეშე.
ბამბუკი საქართველოში, დიდი რაოდენობით კერძოდ, დასავლეთ საქართველოში (სამეგრელო,გურია,აჭარა ) იზრდება. ვფიქრობ, რომ შავი ზღვის ახლოს მდებარე რეგიონებში ბამბუკი
დაახლოებით 1000 ჰექტარზე მოიპოვება. დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონა იდეალურია ბამბუკისათვის. ძალიან სქელი და ძლიერი
მოსო ბამბუკიც (დიამეტრი 10 სმ - 20 სმ, სიგრძე დაახლოებით 20 მ) კი ხარობს აქ. თუმცა, რესურსების დიდი ნაწილი გამოუყენებელი რჩება, პლანტაციები კი მოუვლელი.
რაც ამ საოცარი ხისმაგვარი მცენარის გაველურებას უწყობს ხელს და მოსავლის აღებას და გადამუშავებასაც ართულებს.
როცა საქართველოს შეეძლო ბამბუკის ვეგეტაცია ძვირფას საგანძურად აღექვა.
გერმანიაში, მაგალითად, ამაოდ შეეცადნენ ბამბუკის გაშენებას. ეს კლიმატური პირობების გამო შეუძლებელი აღმოჩნდა.
საქართველოში შეხედულებების, ხედვის შეცვლას უნდა შევუწყოთ ხელი

და შეზღუდულად არსბული ხის ''ძარცვის'' სანაცვლოდ ბამბუკი გაშენდეს. რადგან, ბამბუკით თითქმის ყველა ხის პროდუქტის ჩანაცვლება შეიძლება.
თუ ბამბუკის ბაღი გაქვთ, მიუთითეთ ვის
-რამდენ ჰექტარზე გაქვთ და რა რაოდენობით.
-რომელი ჯიში ან მიუთითეთ ბამბუკის სისქე/დიამეტრი
-ან ვინ რას ამზადებთ ბამბუკისგან
იქნებ ამით ადგილობრივ ბაზარზე ბამბუკის რეალიზაციასაც შეეწყოს ხელი.
წინასწარ დიდი მადლობა!