შარშან შეყვარებული რო დამშორდა
ესე მომწერა რო სხვა მომწონს და მოვრჩით ჩვენო
და ნუ ავტეხე ბღავილი, ვერ ვჩერდებოდი
და პახოდუ ვიცი, რო ხვალ ფინალური მაქვს და უეჭველი უნდა გავიდე და ჩავაბარო. თან იმენა არაფერი ვიცი და უკანასკნელი ღამე მაქვს რო რამე ვისწავლო და გავიდე გამოცდაზე.
ხოდა დავჯექი რო ვისწავლო და გამოვიყენო ეს უკანასკნელი შანსი და ტელეზე ესეთი სმს მომდის
ცოტა ხანი წავიტირე, მაგრამ მერე ვუთხარი ჩემს თავს, მოდი, დავივიწყებ, ვითომ არაფერი მომხდარა, დღეს უნდა გავათენო, ვიმეცადინო, ხვალ გამოცდა ვწერო და ამაზე სადარდებლად ახლა არ მცალია. ამიტომ მოდი ხვალისთვის გადავდოთ.
მოვიწმინდე ცრემლები და დავიწყე სწავლა.
ასე რომ, რაის მენტალ ბრეიქდაუნი, აქეთ ვატრიალებ გონებას ჩემს ხელში

ხოდა გავათენე ის ღამე მეცადინეობაში გამთენიისას 1 საათით წავუძინე, რო ავდექი წავედი, ვწერე გამოცდა, მოვედი, ვჭამე და მეძინა ის დღე.
მერე რო ავდექი ისევ ვჭამე და ჯოკერი მოვცხეთ გოგოებმა
მოკლედ მერე სულ გადამავიწყდა და ტელეში რო ჩავიხედე და გამახსენდა, უკვე აღარ მქონია ის ემოცია და ერთი მაგისი დედაც მეთქი და საბოლოოდ დავახვევინე ჩემი გონებიდან.

თან იმას ვერ დამწამებთ, რო საკმარისად არ განმიცდია თავიდან. პირველი შეყვარებული იყო, ძლიერი ემოციური კავშირი მქონდა და აი ესე უბრალოდ რო მომწერა სხვა მომწონსო და პაკაო, ძაან დავიშოკე და განვიცადე
მაგრამ მე ხომ რკინის ლედი ვარ, ეგღა მაკლია, ვინმემ რამე მავნოს

რაც უკვე ჩემმა ოჯახის წევრებმა ვერ დააკლეს ჩემს ფსიქიკას, აწი ვინ ან რამ უნდა დამაკლოს
This post has been edited by ბანჯოო on 18 Apr 2021, 14:21