14 წლის გოგონა საკუთარი ბებიის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გოგონამ 80 წლის ბებიას რამდენიმე დაზიანება ბლაგვი საგნით მიაყენა. პოლიციამ მოზარდი მალევე დააკავა.
ქალი ფაქტს ადასტურებს, თუმცა მოტივზე არ საუბრობს. ვარაუდობს, რომ სახლში დაწყებულმა კონფლიქტმა შვილიშვილი გააღიზიანა. ამბობს, რომ დედა „ლოთი ჰყავს“.
„თავს კარგად ვგრძნობ, სასწრაფო არ გამომიძახებია. პოლიციამ ყველაფერი გაარკვია, საგანგაშო არაფერია. ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ ვიცით, ჯერ არ გამოუკვლევიათ“, – ამბობს გოგონას ბებია „ტვ პირველთან“.
https://primetime.ge/14-tslis-gogona-sakuta...debit-daakaves/