19.04.2021 / 08:57აა
უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დონბასში გვიან ღამით ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოპერატიულ-ტაქტიკურ ჯგუფ „აღმოსავლეთის“ პასუხისმგებლობის არეალში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებს ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი გაიხსნეს.
„მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად 128-ე ცალკეული სამთო თავდასხმის ბრიგადის მებრძოლი, უფროსი ჯარისკაცი დავით შარტავა დაიღუპა,“ - წერს უკრაინული მედია
ნათელში იყოს მისი სული
ღორუს ოკუპანტებთან მებრძოლი ყველა ქართველი გმირია და წმინდანი