ცაავოზის ეფექტური მკურნალობა ...საჯაროდ უმკურნალებ ერთს და მყისიერად განიკურნება ასი ათასი!
- არსებობს თქმულება - ერთმა შოტლანდიელმა გლეხმა როგორ გამობუგა თივის ბულულში დამალული გარყვნილი მღვდელი, რომელიც სოფლის ნორჩ ქალიშვილებს აუპატიურებდა ეშმაკის განდევნის საბაბით. დაიჭირეს გლეხი და ბრალდებად წაუყენეს სასულიერო პირის სასიკვდილო ტანჯვა. სოფლის დაშინებულ-დაჩმორებული მოწმეები ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. გლეხს სახრჩობელა არ ასცდებოდა, რომ არა იმ ამბის თვითმხილველი მწყემსი ბიჭუნა, რომელმაც სასამართლოზე მოსამართლეს ხის ჯვარი დაუდო მაგიდაზე ნივთმკიცებად და განაცხადა ... ჯვარი დამწვარი მღვდლის გვამს შევხსენი, რაც ნიშნავს - ეშმაკი ცეცხლმა შთანთქა, ხოლო ჯვარი გადარჩაო. ვატიკანიდან მოვლინებულმა, სასამართლო კოლეგიის წევრმა იეზუიტმა ეპისკოპოსმა გლეხი დარბაზიდან გაანთავისუფლა. P.S. ანდაზა - ბაღლინჯო-მამაოს ისევე ვერ გამოასწორებ მონანიებით, როგორც ტრიპერს ვერ განიკურნავ სტრეპტოციდით
(მოდერ აქტუალური თემაა და აცოცხლე პაწა ხანი.)