უაზროდ ცუდი საღამო მქონდა :/
სასეირნოდ ვიყავი უკვე ცხრა ხდებოდა და მეთქი მოკლეზე გადავაჭრი ჩემს უბანშითქო ხოდა შემხვდა სამი დიდი ძაღლი იქვე ქალიც იყო სადღაც მარა მერე შევნიშნე.
ყველაზე დიდი ძაღლი იდგა შუა გზაში და რომ მივუახლოვდი არაფერი აგრესიის მაგვარი არ გამოუმჟღავნებია, ისეთი ვიწრო გასასვლელია იქ რომ ორი კაცი თუ გაივლის ხოდა გვერდი რომ უნდა ამევლო ამ დროს მესმის ქალის ხმა გიკბენსო ხოდა ამ ძაღლმა დაცქვიტა ყურები დამიღრინა და მიკბინა ხელზე , კარქათ მაქვს ჩაკბეჩილი ქვევიდან ორივე ეშვი და ზევიდან წინა კბილები დამასო ამ დროს მეორე დიდი ძაღლი წამოვიდა ეს პირველი უკან გადახტა ყეფით ...მეორეს ეგრევე ყბაში ვთხლიშე წიხლი და მომშორდა ყეფით ....ქალს რომ არ დაეძახა დიდი ალბათობით არც მიკბენდა მაგრამ იმან რომ დაიძახა ამან იფიქრა "აჰა ეს ალბათ ცუდი კაციაო" ... სამივე ძაღლი ამყვა და მიყეფენ მე კიდე ხელიდან სისხლი მომდის ... დავრეკე 112ში მეთქი მოდით მეც საშველი ვარ და ძაღლებიც დასაჭერები არიანთქო
ბევრი რომ არ გავაგრძელო ის ქალი ცალკე მიყეფდა მაგ ძაღლები არაფერშუაში არ არიან კაი ძაღლებიაო და ის ძაღლები ცალკე მიყეფდნენ
მოვიდა სასწრაფოც და პოლიციაც რა ხდებაო? მეთქი ვიღაცას შეჭამენ და რაიმე ქენითთქო...კაიო
მე გავყევი სასწრაფოს აცრების გასაკეთებლად მარა აი ზუსტად ვიცი რომ იმ ძაღლებს არავინ მიხედავდა იმიტომ რომ ამ დროს არცერთი საძაღლე არ მუშაობს და განყოფილებაში არ წაიყვანდნენ
მოკლედ ამ აღდგომებზე ვერ დავლევ ამიკრძალეს
პლანი კი შეიძლებაო ექიმმა
თუ გინდათ სავანტყოფოს ამბავსაც მოგიყვებით იმენნა დავცოფე იქაურები