დღევანდელი დღის გადმოსახედიდან ხო ადვილია წასულ ისტორიებზე წერა, საერთოდ ასეა როცა ურემი გადაბრუნდება გზა მერე გამოჩდება. იმ პერიოდში ბაბუაშენმა გამოიჩინა სიმხდალე, უღალატა ქვეყნის ინტერესებს, რომ დაეჭირათ ალბათ გააციმბირებდნენ კარტოღაში იძულებით სამუშაოზე.
ნუ იცით ხოლმე მსგავსი შედარებები, ასეთი გაპრავება ბაბუაშენის ქმედებაზე დღევანდელი დღის გადმოსახედიდან არის უაზრო გამართლება....
ჩემი უფროსი მეგობრის მამა 100 წლის გახდა წელს. ცოცხალია სამამულო ომის ვეტერანია, აბა იმას კითხე ბაბუაშენის ამბავზე რას იტყვის.... დღევანდელ დღეს არც მას მოწონს ეს რუსეთი და მისგან პოლიტიკური დამოკიდულება ჩვენსადმი მაგრამ 80 წლის უკან სულ სხვა სისტემა და დამოკიდებულება იყო. არც არასოდეს უთქვამ მას რომ მეორე მსოფლიო ომში არ უნდა წასულიყო....
არავის შეეპაროს ეჭვი რომ ბლატაობენ ზოგიერთები რომ თუ გერმანია გაიმარჯვებდა საქართველო უკეთესად იქნებოდა, ფაშიზმი იყო მაშინ გერმანელი ერი უნდა ყოფილიყო მაღალ საფეხურზე და დანარჩენი ერი მათ ფეხთ უნდა გაგებოდნენ, საქართველო ალბათ იქნებოდა მათი კოლონია და ასევე სხვებიც.... თუმცა ეს ფაშისტური აზროვნება მსოფლიომ მოიშორა.... ასე რომ თუ ძაან ჩავეზიებით ისტორიას და მაშინდელ მსოფლიო პოლიტიკურ მიდგომებს რუსეთთან ერთად ბრძოლა არაფერ შუაშია, მსოფლიო აღდგა ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლვერად ბაბუაშენმა უბრალოდ გამოიჩინა სიმხდალე.... რას ქვია ჩემი ბრძოლა არ არისო?... მსოფლიო ბრძოლა იყო ეს.... და ეს სულაც არ არის სამაგალითო, წესით მაგას შენ სულაც არ უნდა ამბობდე სირცხვილისგან.

მაშინ რა ხდება ახალ ისტორიაში ?.... აფხაზეთის ომი, რუსეთან ომი.... რომლებმაც აირიდეს ათასი მიზეზების გამო და არ წავიდნენ..... ალბათ შენაირები ამ მომენტსაც გააპრავებენ 80 წლის მერე.
This post has been edited by procesora on 9 May 2021, 10:38