მოკლედ, "სემიჩკასავით" არის ეს უპატრონო, მიყვარს, მაინტერესებს, ვერ ვწყდები, მაგრამ აშკარად ოვერდოზი მაქვს უკვე, საკუთარ სამზარეულოში მგონია, რომ ვინმე ზურგიდან მეცემა და ყელს გამომჭრის, მერე დაანაწევრებს ჩემს სხეულს და ჩემივე მაცივრის საყინულეში გაყინავს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამას გადავიტან, მთავარია ტოლმა არ გააკეთოს მერე ვინმემ და ჩემს მეგობრებს არ აჭამოს.
სერიოზულად მაფიქრებს საკითხი, ვინ უფრო მანიაკია, ის ტიპები ვინც უსასტიკეს მკვლელობებს სჩადიან თუ მე, რომელსაც შეუძლია 3 დღე გადაბმულად ოლიმპიური სიმშვიდით უყუროს მსგავს ისტორიებზე დოკ ფილმებს და ღამეც მეტ-ნაკლებად მშვიდად ეძინოს თუ არ ჩავთვლით კაციჭამია რვაფეხას, რომელიც გუშინ დამესიზმრა.