სერგეი ლავროვმა დღეს რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკის მოწინააღმდეგე (რუსები) დაადანაშაულა იმაში რომ ისინი რუსულ "გენეტიკურ კოდს" ანგრევენ.
ბატონი ლავროვის განცხადებით, მათ უნდათ კარგი ცხოვრება, გემრიელი პარმეზანი, მათი ოჯახის და შვილების კარგად ყოფნა, მაგრამ რუსული გენეტიკური კოდის მიხედვით რუსი ადამიანისთვის პირველადი ინტერესი ყოველთვის სახელმწიფოს კეთილდღეობა და სიამაყე იყოო. ანუ ამაყად უნდა ვებრძოლოთ მტრებს და გავუძლოთ ეკონომიკის ჩამოქცევას და პარმეზანიდან გრეჩკაზე გადავიდეთო. ვინც წინააღმდეგია - ლიბერალი მტერიაო.
ეს თქვა ლავროვმა და თავის შვილს დაურეკა ლონდონში, ჩემი ვილა როგორ არის, მოვლაში რამე დახმარება ხომ არ გჭირდებაო