#58189047 · 29 Jul 2021, 21:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პიროვნების საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონების კედლები ზიანდება იმის გამო, რომ გვერდით მომიჯნავე და საერთო კედლის მქონე მეზობელმა წლების წინ გვერდით მიშენება ისე გააკეთა, რომ ამ ადამიანს თან დაუჩრდილა გარეთ გამავალი კედელი და თან წვიმის წყლისთვის არ გაუკეთებია სპეციალური მილები ან სხვა საშუალებები, რომ წყალი გავიდეს. პიროვნების ქონებას მიადგა ზიანი, რადგან წყლის შესვლის გამო კედლები ზიანდება, ჩნდება ობი და ბზარები, რაც შეიძლება სხვა მეზობლების კედლებსაც აზიანებდეს.
ასეთ დროს სასამართლოში მტკიცებულების სახით რომ წარადგინოს შეფასებითი დასკვნა, რომელი კერძო სამსახურები და ფირმები ადგენენ დასკვნას შენობა-ნაგებობის ზიანის და მისი შეფასების შესახებ, რათა თან დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მეზობლის მიშენებასთან, როცა მან წვიმის წყლის გადინებისთვის არ მიიღო მიშენებისას არანაირი ზომები ? ამის შეფასებაზე ხომ არ გეგულებათ რომელიმე ფირმა, ვინც დასკვნებს დებს შენობა-ნაგებობისთვის მიყენებულ ზიანზე?
--------------------
"უყვარდა ხილვა: რქანაყარი გველი რომ იხდის პერანგს ცხელ რიყეზე..."
|