სალამი, სავარაუდოდ ეს წამოწყება/პროექტი/ბიზნესი ყველას ერთიანად გაგახარებთ, რამეთუ ეს არის ალბათ უპრეცენდენტო რამ საქართველოში, რომლითაც თავად ჩვენ, ხალხი, ვისარგებლებთ! დიახ, ნებისმიერი, ვისაც სურვილი გაქვთ, ხართ მდიდარი თუ ღარიბი ეს პროექტი თქვენთვისაა!
დავწერ ჩემს ხედვას ამასთან დაკავშირებით და არ იყოს გეთაყვა არაფრის მთქმელი უაზრო დამცინავი პოსტები!
აქ დადეთ თქვენი მოსაზრებები, იდეები, ა.შ, თემასთან ახლოს, ყველას რაღაც შეგვიძლია და გავერთიანდეთ, ისევ და ისევ ჩვენი თავის/შვილების/ოჯახის/ქვეყნისთვის!
შევეცდები გასაგებად ავხსნა ამ პროექტის არსი და თუ რამე დავაკელი გავშალოთ, ყველას შეუძლია თავის ხედვა დადოს
მოკლედ, ქართულ სუპერმაკეტებს რომ ცეცხლი უკიდია ჩემზე კარგად თქვენ მოგეხსნებათ! და თუ რატომ ეგაც ჩემზე კარგად იცით!კორუპცია და ჰეგემონიაა! ანუ, სხვას/შენ იგივე პროდუქტი რომ ნაკლებად გ/ქონდეს არც იფიქრო დაგადებინებენ! ანდა იმხელა $$$ მოგთხოვენ არ აქვს აზრი დადებას, ანუ, არ შეგატანინებენ და მორჩა! ვისაც უცდია იცის რამხელა კორუპციაა მარკეტებში!თავის 1, 2, 3ლარიან პროდუქტებს 20 და 30ლ ყიდიან! შენს იგივეს იაფად არ შეგატანინებენ! ეს არის მიზეზი რომ მარკეტებს ცეცხლი უკიდია!
მაგ. ახლა ზეთს რომ ცეცხლი უკიდია გასაგებია $ გაიზარდა, მარა 2 და 3 X რომ ფასი გაზარდონ?! დიდი დიდი 1.5ლ მოუმატონ მარა 2ჯ და 3ჯ თუ არ გააძვირეს მაშ ის რა (ქართული!) ბიზნესია!
ამიტომ, კარგი აზრია რომ ჩვენ ფორუმმა საკუთარი სუპერმარკეტი გავაკეთოთ! იმდენი ჩავდოთ ვის რამდენი გვსურს და შეგვიძლია!ზოგი 500ლ, 1000ლ ჩადებს, ზოგი 3000, ზოგი 10.000 და ა.შ, მოგებასაც ჩადებული წილების მიხედვით გავიყოფთ!
საქონელს დავდებთ/შემოვიტანთ მათზე 2-3ჯ იაფად! თუმც უმჯობესია ქართული, ჩვენი გლეხების პროდუქტი ჩავიბაროთ, არის ონლაინ ბაზრები ვიცნ არ იცით სადაც თავის მოყვანილ/გაკეთებულს გლეხები მარკეტბზე 5ჯ იაფად ყიდიან! ხოდა ჩავიბარებთ მათგან და ასევე რაც მათ არ აქვთ შემოვიტანთ პირდაპირ მომწოდებლისგან!
ეს/სუპერმარკეტი რომ გავაკეთოთ მილიონები არ არის საჭირო! მთავარია გეგმაზომიერად და ჭკვიანად დავგეგმოთ და განვახორციელოთ!
ფორუმზე არიან ბუღალტრებიც, იურისტებიც, ფულიანებიც, უფულოები(და გულიანები

!
ყველაზე კარგი აქ ისაა რომ ეს პროექტი ყველასტვისაა! ვისაც რამდენი სურს და შეუძლია იმდენი ჩადოს, გინდ 100ლარი! გინდ 1000! არიან აქ ხალხი (ბიზნეს განყ) ვისაც 10.000 და მეტიც სურთ ჩადონ!
ზოგ ფორუმელს ფართი აქვს! რომ ვერ იყენებს! დაე, გამოვიყენოთ!
ზოგს ინვენტარი! დახლები, მაცივრები რავი უამრავი რამ აქვს ხახლს რომ ვერ იყენებს!
ეს ამხელა რესურსები რატომ უნდა გვქონდეს გამოუყენებელი და მარკეტში ვერ შევდიოდეთ მიტომ რომ ცეცლი უკიდია ყველაფერს და ვერ ვყიდულობთ!
ამ პროექტში ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და თავი გამოიჩინოს!
რამდენს გაქვთ ვაშლი, ხილი, ბოსტნეული, ღვინო, არაყი, რზე, თაფლი, ყველი, ხორცი, სოფლის პროდუქტები და რაღა არა!!!
თუ არადა ონლაინ მარკეტებზე იქ ყველაფერია, სულო და გულო, თავად მწარმოებლები, ჩვენი გლეხები! რომ ულპებათ და ვერ გაუსაღებიათ ოქრო პროდუქტი! ამ მაფიოზებს კი ნაგავი და მოწამლული შემოაქვთ! ანუ, მათ პროდუქტს დავდებთ, მათ მოვიწვევთ
ახლა აქ რამდენი ხართ დაუსაქმებელი გამყიდველი, ადვოკატი, იურისტი, ბუღალტერი, მანქანიანი/ კურიერი, ა.შ.
რამდენს გაქვთ ფართები გაუქირავებელი?
რამდენს გიდევთ დანაზოგი ისე რომ ვერ იყენებთ?
მიხვდით, ხომ რომ ჩვენ აქ ხალხი დიდი ძალა ვართ! და დიდი სახსრები არც გვჭირდება საკუთარი სუპერმარკეტი რომ გავხსნათ და ჩვენს თავებს, შვილებს და ოჯახებს და ჩვენ გლეხებს რომ ვარგოთ! ფორუმზე ლაშაობით რას იგებთ? თან საქმე ვაკეთოთ არ სჯობს?
ასე რომ აბა, დავწეროთ ვის რა გვაქვს და რა შეგვიძლია, მივიღოთ ამ პროექტში მონაწილეობა ისევ ჩვენი თავის და ოჯახებისთვის!ჩვენივე ქვეყნისთვისთვისაც გავერთიანდეთ და ვარგოთ თავს და ერთმანეთს
ამ ფორუმზე გასაგებია არიან თავად ისინიც, კორუმპირებული ჩინოვნიკები და მარკეტის შემომტან/მფლობელები რომლებიც შეეცდებიან არიონ აქ სიტუაცია და თემა, იცანცარონ, იტროლაონ მარა ნუ დაიბნევით, დააიგნორეთ და თავისით გავლენ!
აბა, ვინ შემოვა ამ პროექტში
უპირველესად გვჭირდება ფართები! ანუ, გაქვს ფართი? დაწერე სად, რამდენი კვ, ანუ დეტალები
გაქვს ინვენტარი? დაწერე დეტალები
გაქვს პროდუქტი, თაფლი, არაყი, ყველი, რძე, ა.შ
ხარ ბუღალტერი, იურისტი, გამყიდველი, მოლარე, კონსულტანტი, გაქვს მანქნა, ა.შ დაწერე რა და ვინ
გსურს წილის$$$ ჩადება რამდენი
1.მე ვიწყებ! ჩავდებ $$$$
გააგრძელე
2.
3.
4.
5.
ა.შ
* * *
ასევე,
ჩავიბარებთ თქვენს (თონის) პურს, ნამცხვრებს, ხაჭაპურებს, ა.შ, ხელსაქმეს, სამკაულებს, თოჯინებს, მოკლედ, ვინც რას აკეთებთ სახლში და ვისაც რა შეგიძლიათ! ყველას გექნებათ გაქანება აქ! ანუ, ჩვენსავე თავებს დავისაქმებთ! აბა ამ მთავრობას თუ ვუყურეთ ეგენი მხოლოდ საკუთარ თავს ასაქმებენ/არგებენ! დროა ხახლმა კრეატიული გზებით თავები დაისაქმოთ
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)