#57839643 · 27 Apr 2021, 18:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ,მეგობრებო ჩვენ გვაქვს სათუნუქე/სარობოტე ბოქსები თბილისში.ყოველთვის ვცდილობთ,რომ შევარჩიოთ ყველაზე პროფესიონალი და კვალიფიციური კადრები და ჩვენი კლიენტი ყოველთვის კმაყოფილი დარჩეს შედეგით,მაგრამ ისეც ყოფილა,რომ ხელოსნებსაც გაუფუჭებიათ საქმე და ამიტომ დროულად დავმშვიდობებივართ მათ.თუმცა,ზოგიერთი მართლა საუკეთესოა და წლებია ჩვენთან მუშაობს. მოკლედ,ვინც ბოქსებს ამუშავებთ სხვადასხვა მიმართულებით ,რა პრობლემებს აწყდებით ამ სფეროში?! კვალიფიციური კადრების ნაკლებობა მგონი , ნამდვილად არის ჩვენს ქვეყანაში.. და არც არის გასაკვირი,იმიტომ რომ არ არის ნორმალური პროფესიული სასწავლებლები,სადაც მაღალ დონეზე შეასწავლიან ამა,თუ იმ ხელობას.
ასევე,ვინც ავტო-სერვისების კლიენტები ხართ,რა პრობლემებს აწყდებით უმეტესად? კარგი იქნება,თუ ვისაუბრებთ ამ თემებზე და პრობლემების გადაჭრა-მოგვარების გზებზე.საინტერესო იქნება ავტო-სერვისის თემასთან დაკავშირებული ,ისტორიების გაზიარებაც.
|