#57930544 · 22 May 2021, 22:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (aleqsandre777 @ 18 May 2021, 16:32 ) | მოგესალმებით...მაქვს ესეთი პრობლემა... შემთხვევით გავიგე რომ მამას ქონია გამოტანილი რამოდენიმე სესხი 900 ლარიანი 2000 და ა.შ.ბინა მამის სახელზე იყო და ჩემზე გადაფორმების დროს დაიბლოკა გადაფორმება... როგორც გავარკვიე კომპანია ტრიბას გადაეცა ეგ საქმე და დაყადაღეს ბინა...ჯამში შეადგენს 6300 ლარს მომივიდა უკვე ორი სესხის სასამართლოს სარჩელი...ანუ ვინც მიკავშირდებოდა ტრიბადან ვთხოვე გადამინაწილეთ 6 თვეზე და 1000 ლარს შემოვიტან თქო ერთიანად ეგ თანხა არ მაქვს და თავი გაიგიჟეს არა ეგრე არხდებაო ჯერ 3 შემოტანე და მერე მოხერხდებაო მერე 2 შემოტანე დ ამევაჭრება :-))) არსებობს რაიმე ვარიანტი რომ მოხდეს გადანაწილება ვისთან უნდა მივიდე და როგორ შეიძლება მოვახერხო ? |
სარჩელზე აუცილებლად წარადგინეთ შესაგებელი 10 დღის ვადაში. ეს იმისთვის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ მიიღონ და შეუსაბამო თანხები არ დაგაკისრონ. განაწილება ტრიბას შეუძლია ნებისმიერ დროს, მაგრამ არ ანაწილებენ, სავარაუდოდ, ბინის გამო, ეს მათი კარგი ხელჩასაჭიდია. სასამართლოსაც შეუძლია თქვენი მოთხოვნით განაწილვადოს. კერძოდ: სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. თუმცა დასაბუთება უნდა ყველაფერს, მხოლოდ მოთხოვნის გამო არ გაანაწილებს, საკმარისი მტკიცებულებები უნდა წარადგინოთ ეკონომიკური თუ სხვა მდგომარეობის შესახებ, რაც სასამართლოს მისცემს საშუალებას, კრედიტორის უფლება შეზღუდოს და მისი კუთვნილი თანხის გადახდა გაანაწილოს.
|