#57880584 · 8 May 2021, 23:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პითონი
ეგ ფოსეტი ხო მართლა არსებობდა. ფილმიც რეალური ამბების მიხედვითაა გადაღებული.
ბევრი ვერსიაბია რა მოხდა სინამდვილეში. ერთ-ერთი ვერსია ისაა რაც ფილმშია ნაჩვენები. ბევრი მკვლევარი ცდილობდა გაეგო სინამდვილეში რა მოხდა. გვამებიც კი იპოვეს, მაგრამ საბოლოოდ არ დადასტურდა რომ პერსი ფოსეტის იყო. როგორც დავწერე მაგათ მოძებნას ასამდე ადამიანი შეეწირა. ზოგის გვამიც კი არაა ნაპოვნი.
ხოდა ერთ-ერთი ამტკიცებდა რომ გაგზავნილი წერილებიდან და ჩანაწერებიდან იკვეთება რომ მოგზაურობიდან უკან დაბრუნებას არ აპირებდა. კულტი შექმნა და საკუთარი შვილი ღმერთად გამოაცხადა.
ასევე არის ვერსია რომ თვითონ გახდა ველურების ბელადი.
ყველაზე არაფანტასტიური ვერსიის თანახმად საჩუქრები შემოელიათ რომლებიც ველურებისთვის უნდა ეჩუქებინათ, მაგრამ გზა მაინც გააგრძელეს რაც ადგილობრივი კაციჭამიურ-ველურული ეტიკეტის სასტიკი დარღვევა იყო. ხოდა ველურებმა დახოცეს.
ვიღაც ადგილობრივი ველური ყვებოდა რო ჩვენგან რო წავიდნენო 3-4 დღე ისევ ვხედავდით კვამლსო. და მერე კვამლი აღარ ამოსულაო.
ეგ ადგილები დღემდე შეუსწავლელი და გამოუკვლევია. ამბობენ რომ ჯერ კიდევ არის ჯუნგლებში ტომები რომლებსაც თეთრკანიანი ადამიანი არასდროს უნახავთ და ცივილიზაციის არსებობის შესახებ არაფერი არ იციან.
This post has been edited by ereklebarv on 8 May 2021, 23:59
|