https://www.nda.agric.za/docs/Brochures/pro...deSunflower.pdfარა, პრობლემა არ არის, უბრალოდ საკმაოდ ბევრი ნიუანსისგან შედგება, ასევე გჭირდება ძალიან დიდი ტერიტორია, იმისთვის რომ კომერციულად/ ბაზარზე დამკვიდრებისთვის აუცილებელი ოდენობის მზესუმზირა მოიყვანო. 1 ჰექტარზე მოყვანილი მზესუმზირით მაქსიმუმ 2000 ლიტრი ზეთის გამოწურვა შეძლო, უფრო რეალისტური რიცხვებით საშუალოდ 1000(ან ნაკლებს) ლიტრს მიიღებ. თუ ასობით ჰექტარი მიწა გაქვს და საკმაო ფინანსები იმისთვის, რომ ყველა პროცედურა შესაბამისად გაიარო, მაშინ ღირს ფიქრი, თუ მაგალითისთვის 10ჰა მიწის ნაკვეთზე ფიქრობ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არც ისე ოპტიმალურ შედეგებს მიიღებ, ასევე გაითვალისწინო უნდა ის ფაქტი თუ რამდენ ხანში შეძლებ როგორც მზესუმზირის მოყვანას ისე ზეთის დამზადებას, შეფუთვას და გაყიდვას, ერთი შეხედვით ესენციური პროდუქტია, თუმცა საკმაოდ ელასტიურია მზესუმზირის ბაზარი, ახლა ფასი რეკორდებს ხსნის, მაგრამ მოთხოვნასთან და შესაბამისად ფასის ზრდასთან ერთად ხალხი იწყებს მოთხოვნაზე მიწოდებით ფულის კეთებაზე ფიქრს და იზრდება მიწოდება, შესაბამისად მსგავსი ტალღები მარკეტზე დროებითია, შეიძლება დღეს ასეთი ფასებია, მაგრამ რამდენიმე თვეში დაკორექტირდეს ფასი და უცხოელმა მომწოდებელმა უფრო იაფი ფასი შეთავაზოს ქართულ ბაზარს და კონკურენცია საკმაოდ რთული იქნება.. მოკლედ მე მივესალმები ქართულ წარმოებას, იმპორტის ის წილი რაც დღეს გვაქვს ისედაც საკმაოდ სახიფათოა ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ ადგილობრივი წარმოების განვითარებაც არ არის ასე მარტივი.
This post has been edited by mixR on 7 May 2021, 00:09