ხალხს რომ ვუყურებ ყველა ერთი და იგივე სცენარით არის წარმოდგენილი:
-ბავშვი. სიცოცხლით აღსავსე. ენერგია, უდიდესი პერსპექტივები.
-ცოტა წამოიზრდებიან. სკოლა, უმაღლესი (მანდ იწყება ბავშვის დაქლიავების პერიოდი).
-სამსახური.
-ოჯახი და ბავშვი (და მანდ უკვე წავიდა დაშტპული სცენარი). ოჯახისთვის და ბავშვისთვის მომავლის შექმნისთვის ბრძოლა. ამ ბრძოლაში საკუთარი თავის დავიწყება, საკუთარი თავის არ მოვლა. ჩამქრალი თვალები, დაბალი ენერგია.
თუმცა ერთ დროს სიცოცხლით აღსავსე იყო დიდი პერსპექტივებით. ახლა კი საკუთარი თავი დაავიწყდა და სხვისი მომავლის შექმნის გამო გათეთრებული თმა, უვარჯიშებელი მუცელი ღიპად გადაქცეული, ჩაშავებული თვალები და ა.შ. და ამ დროს სად არის შენი მომავალი? სადღაც ჩრდილს მოეფარა და შენი მომავალი დათმე სხვისაში.
ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანები, რომლებიც გაარღვევენ ამ სტერეოტიურ "ოჯახურ იდილიას", არ დათმობენ თავიანთ მომავალს და იქნებიან ბედნიერებიც, ნავარჯიშებიც, ჯანმრთელებიც, წარმატებულებიც და გაბრწყინებულებიც.
პ.ს. ქუჩაში რომ ვუყურებ თვალებჩამქრალ "ბორკილებიან" მამას, რომელიც კალიასკით ასეირნებს ბავშვს, ზოგჯერ მინდა ხოლმე მივიდე და ვუთხრა: "გაიხსენე როგორი იყავი, როგორი ლაღი და სიცოცხლიანი და როგორი გახდი ეხლა. დაანებე ამ კალიასკას თავი და გაიხსენე (დაიბრუნე) შენი თავი"
და კიდევ, თითოორაა ისეთი, რომელიც ოჯახსაც შექმნის და თავის თავსაც მაგრად გაქაჩავს და მართლა ბედნიერი იქნება. ეგ ძალიან ძალიან იშვიათობაა, რომელიც მოითხოვს უდიდეს ენერგიას და უნარებს. (მე რეალურ გაქაჩვაზე და მთელი ადამიანური პოტენციალის გამოყენებას ვგულისხმობ და არა ბანკის ფილიალის დირექტორი რომ ხარ. ეგეთი არა).
მოკლედ ჯერ შენი თავი და მერე სხვისი
This post has been edited by brevalo on 11 May 2021, 12:14