საქართველოში საწვავის ფასი რამდენიმე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე 3 ლარს გადასცდა. საუბარია ეკოსუპერის ტიპის საწვავზე, რომელიც „ვისოლის“ სადგურებზე 3.02 ლარი ღირს, „ლუკოილის“ სადგურებზე კი სუპერი ecto 100-ის ფასი 3.10 ლარია.
ვინც ერკვევით ამ თემებში, რამ გამოიწვია საწვავის ფასის გაზრდა?? რა ღირს ერთი ბარელი ნავთობი??
პ.ს - სანამ ვინმე აქციზის გადასახდით დაიწყებთ მანიპულირებას, შეგახსენებთ რომ 1000 ლიტრზე აქციზის გადასახადი არის 500 ლარი, ანუ ლიტრზე 50 თეთრი
აქციზის გადასახადი რომც გაანახევრო და 25 თეთრი იყოს, საწვავის ფასი მაინც 3 ლარის ფარგლებში იმერყევებს , თან ამავდროულად, აქციზი რომც გაანახევრო, კომპანიებს ვერ დაავალდებულებ გინდათუარა ფასი დააკელიო

)) ყიდის 3 ლარად, ყიდულობს ხალხი და რატო არ გაიყიდის??
პ.ს.ს. 10 წლის წინ ვერავინ ივარაუდებდა ( ან ივარუდებდა) რომ ასე გაძვირდებოდა ნავთობის ფასი. იგივე არის ელექტროენერგიაზე
10 წელიწადში რა ეღირება და ვინ რამდენად მოგვყიდის, გაასმაგებული ელექტროენერგიის მოხმარების პირობებში, ეგ თქვენ თვითონ განსაზღვრეთ

) ხოდა აქვე
#არაჰესებს
This post has been edited by pristu on 11 May 2021, 01:19