ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩს საქართველოს რაგბის ნაკრები ბელგია/ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულთან გამართავს. „ლელოს“ მოწინააღმდეგე 29 მაისს განისაზღვრება.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩს საქართველოს რაგბის ნაკრები თელავში 26 მაისს გამართავს, ნათქვამია გამოცემა knews.ge–ის ინფორმაციაში.
„ჩვენ საქართველოს რაგბის კავშირს შევთავაზეთ წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩის თელავში გამართვა. იდეა მოეწონათ და ჩვენ მზადება დავიწყეთ. ახლა მოედნის მოწესრიგება მიმდინარეობს. ასევე ჩვენ ვგეგმავთ გულშემატკივრებისთვის სხვადასხვა ღონისძიების გამართვას“, – განაცხადა სარაგბო კლუბ „თელავის“ ხელმძღვანელმა თენგიზ ცისკარიშვილმა.
ქალაქში თანამედროვე სტანდარტების სარაგბო სტადიონი „კავკასიონი რაგბი არენა” 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 7,8 მილიონი ლარი დაჯდა – სტადიონი 2.244 ადამიანზეა გათვლილი.
ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩს საქართველოს რაგბის ნაკრები ბელგია/ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულთან გამართავს. „ლელოს“ მოწინააღმდეგე 29 მაისს განისაზღვრება.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ოთხივე მატჩი მოიგო, 18 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოხვდა.
https://sputnik-georgia.com/sport/20210513/...aign=sputnik_geაბა ვინ მოდიხართ საგულშემატკივროდ?
დავტენო თოფი მარილით
თუ პურმარილი გავამზადო?