შარშან, ზაფხულის დასაწყისში, როდესაც ჯერ კიდევ ბევრს არ სჯეროდა კორონასი (მათ შორის მეც), გასაუბრებაზე ყოფნისას ხელი გამომიწოდა დირექტორმა ჩამოსართმევად და ეს იყო და ხელი უნდა ჩამომერთვა, მაგრამ ხელი გავწიე, დავიცვათ უსაფრთხოების წესები, სიფრთხილეს თავი არ სტკივა მეთქი (არ მჯეროდა მარა რა იცი რა ხდება თქო ვფიქრობდი და თავს მაინც ვიზღვევდი), ვახსენე თუ არა, ცოტა დამცინავი სახით გამომხედა (არც იმას სჯეროდა კორონასი აშკარად). ხოდა რამდენიმე თვეში რომ დაიწყო მასიურად საავადმყოფოების გადავსებები და კორონას ბუმი, ოფისების დაკეტვები, მერე მე ვიცინოდი ჰეჰე
გატენილი ტრანსპორტითაც მიმგზავრია უთვალავჯერ, სტუმრადაც დავდიოდი და მეგობრებთანაც
მოკლედ არ ვიკლებდი არაფერს შეძლებისდაგვარად
იმუნინეტი ნულოვანი მაქვს (ნებისმიერი გრიპს ვიკიდებ ეგრევე)
მაგრამ რაც საოცარია, კორონა მგონი არ დამმართნია
ქუჩიდან, მაღაზიიდან, სტუმრებისგან და ზოგადად სახლში შესვლისას რასაც პირველს ვაკეთებ არის სახის და ხელების დაბანა (ჩემი რუტინაა ბავშვობიდან)
ცხელ წყალში ბანაობა
ამიტომ, მეგობრებო
პირბადეების აკვრას, სადეზინფექციო სპირტიანი ხსნარების ხელებზე და სახეზე შეზელვას
ელემენტარული ჰიგიენა სჯობს
როგორც ერთმა მოხუცმა კაცმა თქვა ავტობუსში ყოფნისას
როდესაც ჰკითხეს, არ გეშინია, ბაბუ, ამ კორონას ჟამს ავტობუსით, ხალხში მგზავრობა?
იმან მიუგო, ეეჰ, ბაბუ, სუფთად თუ იცხოვრებ, არც კორონა და არც არაფერი მოგეკარება, აი ბინძურად თუ იცხოვრებ, ნებისმიერ სისაძაგლეს აიკიდებ-ო