ცააძე ვაზაგაშვილის ოჯახს: რომ გამოვალ, ორ კვირაში დავიჭერ იურას მკვლელსე.წ. კორტების სპეცოპერაციაში ბრალდებულის, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის გიორგი ცააძის განცხადებით, მან იცის, თუ ვინ დაგეგმა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა.
ამ განცხადებით ცააძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაზარალებულ მხარეს მიმართა.
როგორც ცააძემ აღნიშნა, ის ციხიდან გამოვა და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გახსნისთვის მას მხოლოდ ორი კვირა დასჭირდება.
„რომ გამოვალ, ორ კვირაში დავიჭერ იურას მკვლელს, ორი კვირა მინდა, მეტი არ მინდა“, - განაცხადა ცააძემ.
ამასთან, იური ვზაგაშვილის და, მანანა ვაზაგაშვილი აცხადებს, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვის გიორგი ცააძე.
„ცააძე შეურაცხადია და მაგის სიტყვებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად უნდა გამოვიდეს ცააძე? ციხიდან გამოსვლას აპირებს?“, - განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.
http://www.info9.ge/samarthali/129554-caad...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo